Saturday, November 16, 2013

ჰამილტონს შასი შეუცვალეს

Struggling Hamilton to race new chassis
16 ნოემბერი
სეზონის ბოლო ორ რბოლაში ლუის ჰამილტონი ახალი შასით იასპარეზებს. მისი რამდენიმე უხეირო გამოსვლის შემდეგ, „მერსედესმა“ მანქანის შასი შეამოწმა და აღმოჩნდა, რომ ის გაბზარულია. ამ ინფორმაციას გერმანული ჟურნალი „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ ავრცელებს.
ჰამილტონმა შარან ოსტინის უახლეს ტრეკზე პირველი რბოლა „მაკლარენით“ მოიგო, მაგრამ ამჯერად ამბობს, რომ გამარჯვებაზე ფიქრიც კი ზედმეტია. ამის მიზეზად კი იმ ფაქტს ასახელებს, რომ ბოლო რბოლებში სებასტიან ფეტელი დანარჩენებს ნახევარ წუთს უგებდა და ამიტომ, „ძნელი წარმოსადგენია, ვინმემ მის წინ დიდხანს გაძლოს“. ჰამილტონი ამბობს, რომ კვალიფიკაციაში ფეტელზე უკეთესი დროის ჩვენებას ეცდება, მერე კი ძალიან უნდა მოინდომოს, რომ უპირატესობის შენარჩუნება შეძლოს.
სხვათა შორის, ჰამილტონის თანაგუნდელი ნიკო როსბერგი არ მალავს, რომ დარჩენილ ორ რბოლაში ბრიტანელთან 16-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას ეცდება. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სეზონის ბოლოს ლუისის წინ ვიყო, რადგან თანაგუნდელი ყოველთვის შენი ეტალონია. ასე რომ ვეცდბი, მის წინ ვიყო“, - ახალი ამბების სააგენტო SID-თან საუბრისას ამბობს როსბერგი.
უფრო მეტიც, კიმი რაიკონენის არყოფნა, გერმანელს მისი გასწრების შანსსაც აძლევს. მათ ამჟამად მხოლოდ 24 ქულა აშორებს. თუ ჰამილტონს და რაიკონენს გაასწრებს, როსბერგს ჩემპიონატის მესამე ადგილზე დასრულების შანსი ექნება. როსბერგი არც მალავს, რომ მისი მიზანი სწორედ მესამე ადგილის დაკავებაა. ამის იმედს მას წინა ორ რბოლა აძლევს. თუმცა, ჰამილტონის მსგავსად, მასაც მიაჩნია, რომ გამარჯვებისთვის ფეტელთან პაექრობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

No comments:

Post a Comment