Friday, November 1, 2013

„ფერარი“ „მერსედესს“ პიტ სტოპის რეკორდს ეცილება

Mercedes and Ferrari both claim pitstop record
1 ნოემბერი
იაპონიის დიდი პრიზის დროს რომ „მერსედესმა“ პიტ სტოპის რეკორდი დაამყარა, ეს უკვე მოგიყევით. მაგრამ ირკვევა, რომ იმავე რბოლაში, ბორბლების ასევე რეკორდულ დროში შეცვალა „ფერარის“ პერსონალმაც. ოღონდ, მარანელოელებმა თავიანთი მიღწევა თავადვე დააფიქსირეს, სამქიმიანების დრო კი ტელეკომპანია „სკაიმ“ აღნუსხა.
შეგახსენბეთ, რომ „მერსედესმა“ ნიკო როსბერგს ბორბლები 2.02 წამში შეუცვალა, რაც 0.04 წამით ნაკლებია „რედ ბულის“ წინა რეკორდზე. აღსანშნვა, რომ გერმანულმა გუნდმა იმავე რბოლაში ზუსტად ეს დრო მეორედაც დააფიქსირა. ერთხელ კი პიტ სტოპს 2.14 წამი მოანდომა. სამივე შემთხვევაში, გუნდი როსბერგს მოემსახურა.
ახლა კი ირკვევა, რომ სუზუკაზევე, „ფერარიმ“ ფერნანდო ალონსოს პიტ სტოპი კიდევ უფრო სწრაფად, 1.95 წამში ჩაატარა. მაგრამ გერმანული გამოცემა „ავტო მოტორ უნდ შპორტი“ წერს, რომ ეს დრო საკუთრივ „ფერარის“ კამერის მიერაა დაფიქსირებული. „მერსედესის“ რეკორდი კი „სკაის“ ტელერეპორტაჟის დროს, მაყურებელმა იხილა. იმავე „სკაის“ რეპორტაჟისას, „ფერარის“ პიტ სტოპის დროდ 2.11 წამი აღინუსხა.

No comments:

Post a Comment