Wednesday, November 27, 2013

მასა ფ1-ის პეი-პილოტებს პროსტიტუტებს ადარებს

Massa likens Formula One pay-drivers to 'prostitutes'
27 ნოემბერი
„ფერარიში“ გატარებული რვა სეზონის შემდეგ, ფელიპე მასა „უილიამსში“ გადადის. სან პაულუს რბოლის შემდეგ, ბრაზილიელმა მრბოლმა გაზეთ „გლობოსთან“ ინტერვიუსას განაცხადა, რომ პეი-პილოტები პროსტიტუტებს აგონებენ. ბევრი თვლიდა, რომ ბრიტანულ გუნდში ადგილის მოპოვებაში მასას ბრაზილიელი სპონსორები დაეხმარნენ, თუმცა ის ირწმუნება, რომ ასე არაა და „პროფესიონალ“ მრბოლად რჩება.
„ჩემი განვლილი გზა და მიღწევები იმის პრეროგატივას მანიჭებს, რომ რბოლაში მონაწილეობისთვის ფული არ გადავიხადო“, - ამბობს მასა და დასძენს, რომ ოდსღაც ტოპ გუნდს ახალი სპონსორების მიზიდვაში დაეხმარება, რაშიც თავის გამოცდილებას და ავტორიტეტს გამოიყენებს. „რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია. ფული საჭიროა, რათა მანქანის დახვეწა შევძლოთ. მე რამდენიმე დიდ კომპანიასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მათგან ზოგი ბრაზილიურია“.
მასა აღიარებს, რომ „უილიამსის“ გარდა, მოლაპარაკებას „ლოტუსთან“, „მაკლარენთან“ და „ფორს ინდიასთანაც“ აწარმოებდა. ბოლოს „უილიამსი“ თავად დაუკავშირდა და განუცხადა: „ჩვენთ თქვენ გვჭირდებით“ და ყველაფერი ძალიან მალე გადაწყდა.
მასა დასძენს, რომ არ სურდა, თავადაც პეი-პილოტი გამხდარიყო: „არ ვიცი, ეს რას შევადარო, ცოტა უხეშად კი გამომივა, მაგრამ ყველაზე მეტად ასეთი პილოტები პროსტიტუტებს მაგონებენ. ძალიან ვამაყობ იმით, რომ რბოლებში მონაწილეობისთვის გადახდა არ მიწევს. რა თქმა უნდა ლოგიკურია, რომ გუნდს სპონსორების მოზიდვაში დაეხმარო, მაგრამ პროსტიტუტი არ ვიქნები“.

No comments:

Post a Comment