Thursday, October 24, 2013

„სუზუკი SX4 S-ქროსმა“ ევრო NCAP-ისგან 5 ვარსკვლავი დაიმსახურა

Suzuki SX4 S-Cross Receives 5-Star Euro NCAP Rating
24 ოქტომბერი
„სუზუკის“ უახლესმა ქროსოვერმა „SX4 S-ქროსმა“ წარმატებით ჩააბარა ევრო NCAP-ის გამოცდები - ქრეშ ტესტებზე უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა. ავტომობილმა კარგი შეფასებები მიიღო ზრდასრულ მგზავრთა დაცვის, მცირეწლოვან მგზავრთა უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების დამხმარე სისტემების შეფასებისას.

იაპონურ ავტომობილს განსაკუთრებით კარგი შედეგები, მგზავრების და ფეხით მოსიარულეთა დაცვის კუთხით აღმოაჩნდა. მგზავრთა დაცვას შესანიშნავად ართმევს თავს სრულიად ახალი სისტემა TECT (ტოტალ ეფექტივ კონტროლ ტექნოლოჯი - კონტროლის ტოტალურად ეფექტური ტექნოლოგია), რომელიც ყველა კუთხით შეჯახებისას, მგზავრებს ყოველი მხრიდან იცავს ტრავმებისგან.

„სუზუკი SX4 S-ქროსი“ აღჭურვილია უსაფრთხოების აქტიური და პასიური სისტემებით, როგორებიცაა სიჩქარის შემზღუდველი, ESP (სტაბილურობის ელექტრონული პროგრამა), ღვედის შეკვრის შემხსენებელი და შვიდი აირბალიში. გარდა ამისა, ბევრ სისტემას მყიდველს ოპციის სახითაც შესთავაზებენ.

No comments:

Post a Comment