Saturday, October 26, 2013

„მერსედესის“ S-კლასის სერიული კუპე კონცეპტუალურის მსგავსი იქნება

Mercedes Says S-Class Coupe will be "Very Close" to the Concept
26 ოქტომბერი
„მერსედესის“ დიზაინის შეფი იან კაული ამბობს, რომ S-კლასის კუპეს სერიული ვერსია, ფრანკფურტის მოტორ შოუზე ნაჩვენები კონცეპტულური კუპეს მსგავსი იქნება. მისივე თქმით, კონცეპტუალურ ავტომობილზე სერიული კუპეს ბევრი ნაწილი გამოიყენეს, რაც ნიშნავს, რომ ის ფაქტობრივად წინასერიული მოდელის პროტოტიპი იყო. S-კლასის კუპე ბაზარზე მომავალ წელს გამოვა.
კაულის თქმით, S-კლასის სერიული კუპე, მის კონცეპტუალურ ვერსიაზე დაახლოებით 30 მილიმეტრით მაღალი და 20 მილიმეტრით ვიწროა. ოდნავ განსხვავებული ფორმა ექნება მანქანის ცხვირის ცენტრალურ ნაწილს, რომელიც მაღლა აიწევს და ნაკლებად დაემსგავსება ზვიგენის ცხვირს. გარდა ამისა, სერიული ავტომობილი 20-დუიმიან ბორბლებზე დადგება (კონცეპტი 21-იანებზე დგას).
„მიუხედავად იმისა, რომ კუპე S-კლასის ოჯახის წევრია, მის გარეგნობას მაინც ინდივიდუალური სახე მიეცემა. ამას კი დაგრძელებული ფორმა განაპირობებს, რაც კუპეს ტიპის ავტომობილებისთვისაა დამახასიათებელი. უკან დაიწევს კაბინა, კაპოტი კი დაგრძელდება. ამასთან, ამაღლდება ბორბლის თაღის ზედა ნაწილები“, - ჟურნალ „ავტოქართან“ საუბრისას ამბობს კაული, ვინც კონცეპტის ინტერიერის დიზაინერთა საქმიანობას ხელმძღვანელობდა.
კონცეპტის ინტერიერშიც გამოყენებულია ის ელემენტები, რომლებიც სერიული ავტომობილისთვის შეიქმნა. მაგალითად დიდი ზომის თხევადკრისტალური ეკრანი, ცენტრალურ კონსოლზე მოთავსებული გადასართავი, საჭის რგოლი და კარზე მოთავსებული მართვის საშუალებათა უმეტესობა. ამასთან, კონცეპტზე გამოყენებული ბევრი დეტალი სერიაში არ წავა.

No comments:

Post a Comment