Saturday, October 12, 2013

„აუდი“ ქროსოვერ Q1-ს 2016 წელს გამოუშვებს

Audi Q1 Crossover Coming in 2016, Says Report
12 ოქტომბერი
„აუდი“ თავისი სამოდელო გამის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. მორიგი სიახლე ქროსოვერების Q მინი ოჯახს შეავსება და ის ამ ტიპის ყველაზე პატარა ავტომობილი იქნება. გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ავტომობილი ბაზარზე Q1-ის სახელით გამოვა და ის იმ პლატფორმაზე აეწყობა, რომელსაც „ფოლკსვაგენი“ თავისი სუბკომპაქტური „პოლოსთვის“, „აუდი“ კი ასევე სუბკომპაქტური A1-თვის იყენებენ.
B-კლასის (სუბკომპაქტური) ქროსოვერის სიგრძე მხოლოს 3 800 მილიმეტრი იქნება და ის უხეშ ფორმებში შესრულდება, რითაც ხაზი გაესმება იმას, რომ მისი უპირველესი დანიშნულება უგზოობაა. მის ამ თვისებაზე ის გარემოებაც მიუთითებს, რომ ავტომობილს მაღალი კლირენსი ექნება, მის სალონში კი სავარძლები შედარებით მაღლა განლაგდება.
თუმცა, ავტომობილის აღჭურვილობა, მის გარეგნულ „ქროსოვერულ“ თვისებათა შესაბამისი არ იქნება. კერძოდ, ის არ აღიჭურვება სრულ ამძრავიანი სისტემით. დებიუტის მომენტში, მყიდველს Q1-ს ბენზინის 1.4-ლიტრიანი TFSI და დიზელის სამცილინდრიანი 1.4-ლიტრიანი TDI ძრავებით შესთავაზებენ. ორივეს სიმძლავრე 90 ცხენის ძალა იქნება და ორივესთან წყვილში 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფი იმუშავებს, რომელიც ძრავს ორქუროიანი გადაბმით დაუკავშირდება.
Q1-ის ტოპ ვერსიას, სახელად SQ1, მამოძრავებელ ძალას 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი მიანიჭებს, რომლის სიმძლავრეც 231 ცხენის ძალაა. სავარაუდოდ, ამ აგრეგატთანაც ტანდმში 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური ტრანსმისია იმუშავებს.
„აუდი“ ქროსოვერ Q1-ის წარმოებას 2016 წელს დაიწყებს. კომპანიის ყველაზე პატარა ქროსოვერის საბაზო ფასი 20 000 ევროზე ნაკლები იქნება.

No comments:

Post a Comment