Tuesday, October 1, 2013

„ნისანი“ შემდეგ GT-R-ს „უილიამსის“ ჰიბრიდით აღჭურვავს

2016 Nissan GT-R To Feature Williams Hybrid Tech: Report
1 ოქტომბერი
ახლახანს ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნისანის“ სუპერ ავტომობილ GT-R-ის შემცვლელი, სავარაუდო სახელით R36, ბაზარზე 2016 წელს გამოვა და ელექტრიფიკაციის გარკვეული დოზითაც აღიჭურვება. ელექტრიფიკაციის მიზანს, ამ შემთხვევაში დამატებითი სიმძლავრის მიღება და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის შემცირება წარმოადგენს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონურმა კომპანიამ სავაჭრო ნიშანი „R-ჰაიბრიდ“ დააფიქსირა, რაც სავარაუდოდ, სუპერ ჰიბრიდის წარმოების მომასწავებელი უნდა იყოს...
და აი, ავსტრალიურმა „ქარ სეილზმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც გვატყობინებს, რომ ახალი GT-R-სთვის ჰიბრიდულ სისტემას „ნისანს“ ფორმულა ერთის გუნდ „უილიამსის“ ინჟინირინგული შტო „უილიამს ედვანსდ ინჯინიარინგი“ მიაწვდის. სხვათა შორის, ბრიტანული გუნდი თავისი ჰიბრიდული სისტემებით ასევე ამარაგებს „აუდის“ და „პორშეს“, რომელთაგან პირველი ამ სისტემებს ლე მანის რბოლის არაერთგზის ტრიუმფატორ სარბოლ პროტოტიპზე იყენებს, მეორე კი - ასევე თავის სარბოლ ავტომობილებზე. გარდა ამისა, „უილიამსი“ იაპონური კომპანიის სპორტულ შტო „ნისმოსთანც“ თანამშრომლობს.
ჯერჯერობით უცნბია, რა ტიპის ჰიბრიდულ სისტემას მიიღებს „ნისანი“ ბრიტანული კომპანიისგან. ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ ეს არ იქნება ენერგიის დაგროვების მექანიკური (მქნევარიანი) სისტემა, როგორებსაც „აუდი“ და „პორშე“ იყენებენ. სავარაუდოდ, ახალი GT-R „უილიამსის“ მიერ შემუშავებულ, ენერგიის აღდგენის და შენახვის ახალ სისტემას, ტრექშნ კონტროლს, ელექტრულ ძრავს და ელექტრონული კონტროლის სისტემებს მიიღებს.
გარდა ამისა, „ქარ სეილზი“ იუწყება, რომ ახალი GT-R-ს და მისი ვარიანტების ტესტირებისთვის, იაპონურმა კომპანიამ თავისი სუპერ GT-ს სერიის გერმანელი მრბოლი მიხაელ კრუმი მიიწვია, რომელიც ტოშიო სუზუკის ჩაანცვლებს. სხვ ათა შორის, იაპონელი ახლანდელი R35 GT-R-ის სატესტო პროგრამის მთავარი ტესტ პილოტი იყო და მასვე ეკუთვნის ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზე დაფიქსირებული შესანიშნავი დრო - 7:18.6.

No comments:

Post a Comment