Monday, October 21, 2013

„მერსედეს-ბენცმა“ ახალი C-კლასის ინტერიერი გვიჩვენა

New 2015 Mercedes-Benz C-Class Interior Uncovered in Official Shots
21 ოქტომბერი
„მერსედეს-ბენცი“ პრემიერისთვის C-კლასის სედანს ამზადებს და სანამ ახალ ავტომობილს გვიჩვენებს, მისი ინტერიერის ფოტოები გაავრცელა. პირველივე შეხედვით, ამ სალონს უფრო პატარა CLA-ს კაბინას მიამსგავსებთ. მაგალითად, ერთნაირია საჭის რგოლი, მაჩვენებლების დაფა, სავენტილაციო მილების განლაგება. 

სამაგიეროდ, C-კლასის სედანის სალონი უფრო ფართოცაა და უფრო მდიდრულადაცაა გაწყობილი. რა თქმა უნდა, უფრო მაღალი ხარისხისაა გამოყენებული მასალები. მთავარი განმასხვავებელი კი ცენტრალური კონსოლის სხვანაირი გაფორმება და მის ზედა ნაწილში მოთავსებული ზორბა, 8.4-დუიმიანი სენსორული ეკრანია. თუმცა, როგორც ჟურნალი „აუტოცაიტუნგი“ იუწყება, მყიდველს 7.0-დუიმიან ეკრანსაც შესთავაზებენ.
ახალი ავტომობილი სენსორებითა და რადარებითაა გაჯერებული, რომლებიც უსაფრთხოების გაუმჯობესებას ემსახურება. გარდა ამისა, მზიდი სისტემის კრიტიკულ ადგილებში, მაგალითად საყრდენებსა და სალონის გვერდითა ჭრილის გასწვრივ, მტკიცე ფოლადია გამოყენებული. სავენტილაციო სისტემა, წინა სავარძლებზე განსხვავებულ კლიმატს ქმნის. 
ახალი C-კლასის სედანის პოპულარობას აშკარად გამოადგება ის ფაქტი, რომ ეს ავტომობილი, ფლაგმან S-კლასის შემოკლებულ პლატფორმაზეა აგებული. ამასთან, წინამორბედზე გრძელი და განიერი იქნება. გაიზრდება ბორბლებს შორის ბაზაც. სამაგიეროდ, ალუმინის უხვად გამოყენების წყალობით, ავტომობილის მასა 1 300 კილოგრამამდე შემცირდება. შეიცვლება საკიდარი, საჭის მექანიზმი კი ჰიდრავლიკურის ნაცვლად, ელექტრომექანიკური გამაძლიერებლით აღიჭურვება.
ძრავების გამაში, ბენზინის და დიზელის რამდენიმე აგრეგატი შევა. მათ შორის იქნბა „რენოს“ წარმოების ძრავიც, რომლის სიმძლავრეც 180 ცხენის ძალას აღწევს. სამქიმიანები სიამაყით აცხადებენ, რომ ყველაზე ეკონომიური აგრეგატი ას კილომეტრზე 5.0-5.8 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 116-135 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
სავარაუდოდ, C-კლასის ახალ სედანს „მერსედეს-ბენცი“ ლოს ანჯელესის, ან დეტროიტის მოტორ შოუზე გვიჩვენებს. სედანის შემდგ კი, ბაზარზე კუპეს, უნივერსალსა და კაბრიოლეტსაც გამოუშვებს.

No comments:

Post a Comment