Tuesday, October 15, 2013

„დრეისონ რეისინგის“ ოთხი რეკორდი ელექტრო მობილებისთვის

Drayson Racing Sets Four Land Speed Records for EVs
15 ოქტომბერი
ოთხი თვე არ გასულა მას შემდეგ, რაც „დრეისონ რეისინგმა“, ელექტრო მობილებისთვის ხმელეთზე სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. და ბრიტანულმა სარბოლო საჯინიბომ თავისივე შედეგი გააუმჯობესა. უფრო მეტიც, ჯამში ოთხი ახალი რეკორდი დაამყარა. სარეკორდო გარბენები ინგლისში, ელვინგტონის აეროდრომზე ჩატარდა.
ლორდ დრეისონის გუნდმა საკუთარი რეკორდი ადგილიდან ერთმილიან დისტანციაზე საშუალო სიჩქარეში გააუმჯობესა - 205.139 მლ/სთ (330.140 კმ/სთ) დააფიქსირა. გარდა ამისა, ადგილიდან ერთ კილომეტრზე რბოლისას, საშალო სიჩქარემ 333.271 კმ/სთ შეადგინა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
ლე მანის პროტოტიპის კლასის შასის ბაზაზე გაკეთებულმა სარბოლმა ელექტრო მობილმა მეოთხედი მილი 9.742 წამში გაიარა, რაც ასევე ელექტრული ავტომობილებისთვის საუკეთესო დროა. იმავე გარბენისას საშუალო სიჩქარემ 92.383 მლ/სთ (148.680 კმ/სთ) შეადგინა, რაც ასევე რეკორდია. გარდა ამისა, ერთ მილზე (1.6093 კმ) მოძრავი სტარტით დამყარდა ბრიტანეთის რეკორდი ყველა ტიპის ამძრავი სისტემით აღჭურვილი ავტომობილებისთვის - 219.100 მლ/სთ (352.600 კმ/სთ). ყველა რეკორდი ჯერაც საჭიროებს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ოფიციალურ ჰომოლოგაციას.
„რა თქმა უნდა, მიღწეულით კმაყოფილები ვართ, თუმცა ჩვენი ელექტრული ამძრავი სისტემის და ტექნოლოგიის სრულყოფას კვლავაც გავაგრძელებთ. „დრეისონ რეისინგი“ ელექტრო მობილების ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაა. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიახლე უკაბელო დამუხტვის მაღალი ძაბვის სისტემა „კვალკომ ჰალოა“, რომელსაც ექსტრემალურ პირობებში ვცდით. ასევე მნიშვნელოვანია 995-კილოგრამიანი ავტომობილის ინტენსიური აჩქარება და შენელება, რაც ჩვენს მიერ შემუშავებული ტექნოლოგიის შესაძლებლობათა დემონსტრირების საშუალებას გვაძლევს“, - ამბობს „დრეისონ რეისინგ ტექნოლოჯიზის“ მთავარი აღმასრულებელი ლორდი დრეისონი.

No comments:

Post a Comment