Monday, October 14, 2013

ახალი ბოლიდები მახინჯები იქნება?

Ferrari's de la Rosa admits 2014 car 'ugly' rumours
14 ოქტომბერი
სუზუკას პადოკში გავრცელდა ხმა იმის შესახებ, რომ ახალი „ფერარი“, რომელსაც იტალიური გუნდი რადიკალურად შეცვლილი რეგლამენტის შესაბამისად ამზადებს, „მახინჯი“ იქნება. უფრო მეტიც, ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ დანარჩენი გუნდების მანქანებიც უშნო შესახედავი იქნება. თუმცა, მხოლოდ ერთეულები არიან ისეთები, ვისაც ამ მანქანებზე წარმოდგენა აქვთ. ასეთები ახალი ტექნიკის შემუშავების პროცესში მონაწილეობენ და მათ ჭორებისთვის არ სცხელათ.

მაგრამ ხმები მაინც ვრცელდება. მაგალითად, დე ლა როსა აღიარებს, მართალია, ახალი მანქანა არ უნახავს, მაგრამ იცის, რომ მომავალ სეზონში ძალიან განსხვავებულ ბოლიდებს ვიხილავთ. ედრიან ნიუი პირდაპირ აღიარებს, რომ მანქანა, რომლის შემუშავებაზეც თავად მუშაობს, „კარგი შესახედავი არ იქნება“. უფრო კონკრეტულად, ახალ „რედ ბულს“ ძალიან დაბლა განლაგებული ცხვირი ექნება.
საერთოდ, დაბლა დაწეული ცხვირის ნაწილი, ახალი მანქანებისთვის დამახასიათებელი თვისება გახდება.

ისე კი, რა მნიშვნელობა აქვს, მანქანა ლამაზია, თუ მახინჯი. მთავარია, მან პილოტებს გამარჯვებისთვის ბრძოლის საშუალება მისცეს. ვერავინ იტყვის, რომ „რედ ბულის“ ახლანდელი მანქანა ლამაზია, მაგრამ თავის საქმეს უნაკლოდ აკეთებს და მალე სებასტიან ფეტელს მეოთხე ტიტულს მოაგებინებს.

No comments:

Post a Comment