Sunday, October 6, 2013

„ლენდ როვერით“ ლონდონიდან კეიპ ტაუნამდე

British team attempting 10K-mile, 10-day drive in Land Rover
6 ოქტომბერი
რალი მარათონების ბრიტანელმა მრბოლებმა, რობერტ ბელჩერმა და სტივენ კუპერმა დაიწყეს ტრანსკონტინენტური გარბენი ლონდონიდან კეიპ ტაუნამდე (სამხრეთ აფრიკა), რომელიც ათ დღეში უნდა დაასრულონ და ამ დროში, დაახლოებით 16 000 კილომეტრი უნდა გაიარონ. გარბენი 4 ოქტომბერს დაიწყო და 14 ოქტომბერს დასრულდება. მარათონის მონაწილეები სულ 13 ქვეყანაზე, მათ შორის, ლიბიასა და კენიაშიც გაივლიან, სადაც მათ სახიფათო გზა ელით.
სამოგზაუროდ მათ 2005 წელს გამოშვებული „ლენდ როვერ LR3“ აირჩიეს, რომელსაც წინასწარ მოდიფიკაცია ჩაუტარდა - აღიჭურვა დამატებითი ავზებით, რათა მოგზაურებს ხშირად მოუწევთ უკაცრიელი შორეული მონაკვეთების გავლა. ავტომობილი შედარებით რბილ საბურავებზე დააყენეს, რაც ქვიანი გზების გავლისას გამოადგებათ. ძრავი სტანდარტული დარჩა. ესაა 2.7-ლიტრიანი V6 ტურბო დიზელი. ავზების მოცულობა იმდენია, რომ ავტომობილმა თითქმის 2 000 კილომეტრის გავლა შეძლოს. პილოტებს დღედაღამე მოუწევთ მოძრაობა, რის გამოც, მათი ავტომობილი დამატებით მაღალი ინტენსივობის ოთხი ფარით აღიჭურვა, რომლებიც სახურავზე განლაგდა.
გარდა იმისა, რომ თითქმის ათი წლის ავტომობილზე, ასეთი შორეული მოგზაურობისას, დაზიანებებია მოსალოდნელი, მარათონის მონაწილეებს სხვა ხიფათიც ელით. ბელჩერი ამბობს, რომ ბევრგან, მაგალითად კენიასა და ლიბიაში, ისინი შეიძლება ყაჩაღების და მომთაბარეების სამიზნე გახდნენ. მაგრამ თუ ასეთი სახიფათოა ეს გზა, მაშინ რა აძალებს მათ მოგზაურობას? საქმე ისაა, რომ გარბენი საქველმოქმედოა. მარათონის სპონსორია ბრიტანული ვებგვერდი „ვარანტიდაირექტი“, რომელიც ფულს აფრიკულ ქვეყნებში შიმშილთან ბრძოლისთვის იყენებს.
ქველმოქმედების გარდა, გუნდს სხვა მიზანიც აქვს. მათ სურთ იმ რეკორდის გაუმჯობესება, რომელიც ასევე ბრიტანელებმა - ფილიპ იანგმა და პოლ ბრეისმა თებერვალში დაამყარეს. მათაც ლონდონიდან კეიპ ტაუნამდე იმოგზაურეს, ოღონდ შედარებით გრძელი მარშრუტით (16 000 კილომეტრზე მეტი) იარეს და სამოგზაუროდ, ამ საქმისთვის ყველაზე ძნელად წარმოსადგენი ავტომობილი, „ფიატ პანდა“ აირჩიეს. მათ მოგზაურობას 10 დღე, 13 საათი და 28 წუთი მოანდომეს.

No comments:

Post a Comment