Thursday, October 10, 2013

„ფორდ მუსტანგი“ ლას ვეგასის შოუსთვის

Ford Previews 605HP Vortech-Supercharged Mustang for SEMA Show
10 ოქტომბერი
ცოტაც და „ფორდი“ საავტომობილო საზოგადოებას სრულიად ახალსა და რადიკალურად განსხვავებულ „მუსტანგს“ წარუდგენს. თუმცა სანამ ეს მოხდება, ამერიკულმა კომპანიამ ახლანდელი „მუსტანგის“ სპეციალური კონცეპტუალური ვერსია ლას ვეგასის SEMA-ს შოუსთვის მოამზადა. პროექტის სრული სახელწოდებაა „პროჯექტ იელოუ ჯეკეტ ფორდ მუსტანგი“ და ის კომპანია „ვორტეკ სუპერჩერჯერსის“ სპეციალისტებთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ავტომობილი აღჭურვილია 5.0-ლიტრიანი „კოიოტ V8“ ძრავით, რომელსაც მექანიკური დამჭირხნი (V-3 Si) ემსახურება. მისი მეშვეობით, წვის კამერაში ჰაერის მიწოდების მაქსიმალური წნევა 7.5 პასკალს (დაახლოებით 0.5 ბარს) აღწევს. ამის წყალობით, ძრავის სიმძლავრე 605 ცხენის ძალამდე, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 640 ნიუტონმეტრამდე გაიზარდა. ჯერჯერობით უცნობია ავტომობილის დინამიკური მახასიათებლები.
„პროჯექტ იელოუ ჯეკეტ ფორდ მუსტანგი“ კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადებული ძარის კომპლექტით (ბოი რეისერ) აღიჭურვა, რომელიც ტუნინგზე სპეციალიზებულმა კომპანია „3D კარბონმა“ მოამზადა. ავტომობილი ყვითლადაა შეღებილი. საღებავი კომპანია „დიუპონმა“ სპეციალურად შეიმუშავა. სალონი აღიჭურვა უსაფთხოების კარკასით, რომლის ძირითადი სტრუქტურაც წინა სავარძლების უკან განლაგდა.
გარდა ამისა, ავტომობილი აღიჭურვა კომპანია „ვებასტოს“ გამჭვირვალე სახურავით, „მაქსიმუმ მოტორსპორტ როუდ ენდ ტრეკის“ სატრეკო საკიდარით, „ბეარის“ ექვსცილინდრიანი მუხრუჭებით (ყველა ბორბალზე), „აიფორჯედ აიკონის“ 20-დუიმიანი ბორბლებით, რომლებიც „ფალკენ აზენისის“ 275/40/20 (წინ) და 315/35/20 (უკან) ზომის რეზინითაა შემოსილი.

No comments:

Post a Comment