Thursday, October 24, 2013

„მერსედესმა“ პიტსტოპის რეკორდი გააუმჯობესა

Mercedes beats Red Bull's pitstop record
24 ოქტომბერი
იაპონიაში რბოლის დროს, „მერსედესმა“ პიტსტოპის სისწრაფეში „რედ ბულის“ რეკორდული დრო გააუმჯობესა. გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ ინფორმაციით, სამქიმიანებმა სუზუკაზე ერთ-ერთი პიტსტოპის დროს ოთხივე საბურავის გამოცვლას 2.02 წამი მოანდომეს. ეს კი 0.04 წამით ნაკლებია „რედ ბულის“ რეკორდზე.
გერმანული გამოცემის ინფორმაციით, „მერსედესის“ მექანიკოსები რეკორდულად მოკლე დროში ნიკო როსბერგს მოემსახურნენ. რბოლაში როსბერგმა სამჯერ შეცვალა რეზინი და სამივე შემთხვევაში, მისმა გუნდმა რბოლის საუკეთესო დრო დააფიქსირა. პირველზე მათ 2.14 წამი იმყოფინეს, მეორეზე და მესამეზე კი 2.02 წამი.
უფრო მეტიც, როგორც გერმანული საჯინიბოს მენეჯერმა რონ მიდოუსმა განცხადა, პიტსტოპი უფრო სწრაფიც შეიძლებოდა ყოფილიყო: „ძალიან ნელა იმუშავა ამწევმა მექანიზმმა. მას რომ გამართულად ემუშავა, პიტსტოპის დრო 1.93 წამი იქნებოდა“.
მიდოუსი დარწმუნბულა, რომ ორწამიანი ზღვარი ამ სეზონშივე გადაილახება. მისი თქმით, ვარჯიშის დროს, სამქიმიანების მექანიკოსებს პიტსტოპი 1.68 წამში ჰქონიათ შესრულებული...

No comments:

Post a Comment