Saturday, October 12, 2013

სტუდენტების რეკორდსმენი ელექტრული ფორმულა

Students set world electric vehicle acceleration record
12 ოქტომბერი
ჰოლანდიის დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტები მუდმივად მონაწილეობენ სხვადასხვა ტურნირებსა და კონკურსებში. ახლახანს მათ სიჩქარის რეკორდი დაამყარეს ისეთი ავტომობილებისთვის, რომლებსაც ადამიანის ძალა ამოძრავებს. არ გასულა დიდი დრო და დელფტელთა კიდევ ერთმა ჯგუფმა, რომელიც კონკურს „ფორმულა სტუდენტში“ მონაწილეობდა, ელექტრომობილების აჩქარების რეკორდი დაამყარა.
გუნდმა არამხოლოდ ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარების რეკორდის გაუმჯობესება შეძლო, არამედ საკუთარ მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ძველი რეკორდი 2.68 წამი იყო, ახალი კი, რომელიც დლგტელებმა დაამყარეს, 2.15 წამია. ასეთ შესანიშნავ შედეგს მათ საკუთარი ხელებით შექმნილი სარბოლო (ფორმულას ტიპის) ავტომობილით, DUT12-ით მიაღწიეს.
„ჩვენ იმითაც ძალიან კმაყოფილები დავრჩებოდით, თუ ასამდე აჩქარებას 2.30 წამში შევძლებდით. მაგრამ 2.15-ზე არც კი გვიოცნებია“, - განაცხადა დელფტელთა გუნდ „DUT რეისინგის“ მენეჯერმა ტიმ დე მოორმა. ელოდნენ თუ არა, სწორედ იმ შედგს მიაღწიეს, რომელიც არამხოლოდ ელექტრომობილებისთვის, არამედ შიდაწვისძრავიანი სუპერ ავტომობილებისთვისაც კი, მაგალითად „ბუგატი ვეირონისთვისაც“ მიუღწეველია. ამ უკანასკნელს ასამდე ასაჩქარებლად 2.5 წამი სჭირდება. მსუბუქი „არიელ ატორმი“ კი ამას 2.3 წამში აკეთებს.
„DUT რეისინგმა“ სარბოლი DUT12 შარშან შექმნა კონკურს ფორმულა სტუდენტში საასპარეზოდ. ეს დლფტელთა მეორე ელექტრომობილია, რომელიც DUT11-ის ბაზაზე შეიქმნა. ავტომობილი ოთხი ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 135 ცხენის ძალამდე გაზარდეს. ამგვარად, სიმძლავრის და წონის ფარდობამ 1.0-ს მიაღწია - ავტომობილი მხოლოდ 145 კილოგრამს იწონის.
ავტომობილი კარბონის კომპოზიტითა და ალუმინითაა დამზადებული და მის სიმსუბუქეს სწორედ ეს განაპირობებს. ლითიუმ-იონური ელემენტების ორი ბლოკი, მანქანის ორივე გვერდზეა მოთავსებული. DUT11-ზე ერთი ბლოკია და ის კოკპიტის უკან მდებარეობს. ამგვარად, მანქანის ბალანსი და მართვადობა გაუმჯობესდა.

რეკორდს დამყარება, ჯგუფის ყველაზე მსუბუქ წევრს, 24 წლის გოგონა მარლი კუიპერსს მიანდეს, რომელმაც ამოცანას თავი შესანიშნავად გაართვა.

No comments:

Post a Comment