Sunday, October 6, 2013

„აუდი“ კონცეპტუალური „ნანუკის“ გამოშვებას აპირებს

Audi Mulling a Production Version of Nanuk Quattro Concept!
6 ოქტომბერი
კონცეპტუალური „აუდი ნანუკი“ ფრანკფურტის მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი იყო. მას „ლამბორგინის“ მსგავს კონცეპტ „პარკურთან“ ახლო ნათესაობაც აკავშირებს და თავისი შესანიშნავი მახასიათებლების გარდა, ავტოგურმანებისთვის ამის გამოც არის სასურველი. და გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ინგოლშტადტელები ამ ავტომობილის თუნდაც მცირესერიულ წარმოებას გადაწყვეტენ.
გამოცემა „ავტომოტივ ნიუსთან“ საუბრისას, „აუდის“ განვითარების შეფმა ულრიხ ჰაკენბურგმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ამ ავტომობილს აუცილებლად გამოუშვებს, თუკი მასზე მყიდველის მხრიდან, საკმარისი ინტერესი დაფიქსირდება. „პირველ რიგში, ჩვენ არაბული ქვეყნების ბაზრებზე გვაქვს აქცენტი, თუმცა უყურადღებოდ არც ცივ მხარეებს დავტოვებთ. მაგალითად, ჩვენთვის საინტერესოა რუსული ბაზარი, სადაც იმ სეგმენტში გამოვალთ, რომელშიც მდიდარი მყიდველი გვეგულება“, - ამბობს ჰაკენბურგი.
მისივე თქმით, „ნანუკი“ იმ შუაძრავიანი პლატფორმის მოდიფიცირებულ ვერსიაზე აიგება, რომელიც „ლამბორგინი გალარდოს“ შემცვლელისა და ახალი R8-სთვის იქმნება. პლატფორმის და სხვა მსხვილი ნაწილების გაზიარებით, საბოლოო პროდუქტის წარმოება გაიაფდება. ამ მხრივ, „ნანუკის“ გამოშვება „ფოლკსვაგენის“ ჯგუფისთვის პერსპექტიულ საქმედ გამოიყურება. არაა გამორიცხული, რომ ამავე მიზეზის გამო, „ლამბორგინის“ მარკით „პარკურის“ წარმოებაც გადაწყდეს.
ჰაკენბურგი ასევე ამბობს, რომ „პარკურისა“ და „ნანუკის“ შემუშავებისას, ინჟინრებმა პარიზ-დაკარის რალი-მარათონზე დაგროვილი გამოცდილება გამოიყენეს. „პარკურისგან“ განსხვავებით, „აუდის“ კონცეპტუალური ავტომობილი V10 ტურბო დიზელითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 536 ცხენის ძალაა.

No comments:

Post a Comment