Thursday, October 10, 2013

პიეკინში სმოგის გამო მაგისტრალები და აეროპორტი დაკეტეს

Beijing shuts down highways, airport in fight against smog
10 ოქტომბერი
უკვე რამდენიმე წელია, ჩინეთის მთავრობა დიდ ქალაქებში სმოგს ებრძვის. ამ მხრივ განსაკუთრებულად სავალალო მდგომარეობა პეკინშია, რომლის ხელისუფლებაც ყველანაირად ცდილობს გამონაბოლქვის წყაროების შეზღუდვას. შემოიღეს ეგრეთ წოდებული გამონაბოლქვის გადასახადები, მოსახლეობას შინ მეტი დროის გატარებას ურჩევენ, მხარს უჭერენ და ახალისებენ ელექტრომობილების მყიდველებს, ზღუდავენ მართვის ლიცენზიის გაცემას...
მაგრამ საქმეს არაფერი შველის. და ახლახანს სიტუაცია ისე გართულდა, რომ პეკინის ყველაზე დატვირთული მაგისტრალები და აეროპორტიც კი, ერთი კვირით დახურეს. ბლუმბერგის ინფორმაციით, პოლიციამ გადაკეტა ექვსი მაგისტრალი, რომლებიც პეკინს შანჰაისთან, ტიანძინთან და ჰარბინთან აკავშირებს. აეროპორტის დროებითი დახურვის გამო კი 47 რეისი გაუქმდა.
ამან თავისი შედეგი გამოიღო. პეკინის უმეტეს რაიონებში, ჰაერის ხარისხის მაჩვენებელი 200 ერთეულის ქვემოთ ჩამოვიდა. ეს კი ჰაერის საშუალო და ძლიერ დაბინძურებას შორის ზღვარია. შეზღუდვები 7 ოქტომბერს მოიხსნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მხედველობა. მოსალოდნელი იყო სუსტი წვიმა, რაც ჰაერს კიდვ უფრო გაასუფთავებდა. სხვათა შორის, პრემიერი ლი კექიანი შეპირდა ქვეყნის მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად შეამცირებს ქვანახშირის მოხმარებას, შეზღუდავს გზებზე ავტომობილების მოძრაობას და ქალაქიდან გაიტანს ფოლადის საწარმოებს, რომლებიც ქვანახშირს ინტენსიურად მოიხმარენ.
ჩინეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალური სადგურების ქსელს შექმნის, რომლებიც ადამიანების ჯანმრთელობაზე სმოგის ზემოქმედებას შეისწავლის. ამ ცენტრების დანიშნულება, სმოგთან დაკავშირებულ დაავადებათა დადგენაა, რაც ჩინეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრს, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება. სულ, ქვეყნის 16 პროვინციაში, 43 სადამკვირვებლო სადგური ამუშავდება, რომელთა უმეტესობაც, იმ მუნიციპალიტეტებში განლაგდება, რომლებიც ყველაზე მეტად იტანჯება სმოგისგან.

No comments:

Post a Comment