Thursday, October 10, 2013

„ფორდის“ ძრავიანმა პროტოტიპმა დეიტონას რეკორდი დაამყარა

Ford-Powered USCC Prototype Breaks Daytona Lap Speed Record with 223MPH (359KM/H)
10 ოქტომბერი
26 წელი გავიდა მას შემდგ, რაც ამერიკელმა ბილ ელიოტმა, „ფორდ ტანდერბირდით“ დეიტონას წრის გავლის საშუალო სიჩქარის რეკორდი - 338.548 კმ/სთ დააფიქსირა. ეს 1987 წლის დეიტონას 500 მილის საკვალიფიკაციო სესიაზე მოხდა. ამჯერად კი რეკორდი ახალი სარბოლი ავტომობილის სპეციალური ტესტირებისას დამყარდა, რომლის მიზანიც სწორედ ტრასის ახალი რეკორდის დამყარება იყო.
გუნდ „მაიკლ შენკ რეისინგის“ პილოტმა კოლინ ბრაუნმა, „რილი ტექნოლოჯიზის“ დეიტონას პროტოტიპის კლასის ავტომობილით, რომელიც „ფორდის“ სერია ეკობუსტის 3.5-ლიტრიანი V6 წყვილ ტურბოიანი ძრავითაა აღჭურვილი, წრე 358.837 კმ/სთ სიჩქარით გაიარა. წრის რეკორდის გარდა, ამ ავტომობილით კიდევ ორი რეკორდი დამყარდა: ადგილიდან 10 მილზე (16.1 კმ) საშუალო სიჩქარემ 337.911 კმ/სთ-ს მიაღწია, ადგილიდან 10 კილომეტრზე კი - 325.792 კმ/სთ-ს.
„ძალიან ძნელი დღე იყო. ბევრი საქმე გვქონდა, რაზეც ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა. და მათი შრომა სასურველი შედეგებით დაჯილდოვდა. ახალ ეკობუსტ ძრავს წარმოუდგენელი ძალა აქვს. საოცარი იყო, ყოველ გამოსვლაზე ისე სწრაფად ვაღწევდი მაქსიმალურ სიჩქარეს“, - განაცხადა 25 წლის ბრაუნმა, ვინც ელიოტმა რომ წინა რეკორდი დაამყარა, დაბადებულიც არ იყო.
ეკობუსტის ახალი ძრავის შემუშავებაზე, „ფორდ რეისინგის“ სპეციალისტებთან ერთად, პარტნიორმა კომპანია „რაშ იეტსის“ ინჟინრებმაც იმუშავეს. ავტომობილი სპეციალური რეზინით აღჭურვა კომპანია „კონტინენტალმა“, რომელიც ასევე პროექტის თანაპარტნიორია. მისი რეზინი, სტანდარტულ სარბოლო რეზინთან შედარებით მსუბუქია და გორვაზე ნაკლები წინააღმდეგობაც აქვს.
ეს ავტომობილი, რა თქმა უნდა ეკობუსტ ძრავით, მომავალ სეზონში იუნაიტედ სპორტსქარ ჩემპიონშიპში (USCC - სპორტული ავტომობილების გაერთიანებული ჩემპიონატი) მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც დეიტონას 24-საათიანი რბოლა გახსნის.

No comments:

Post a Comment