Wednesday, October 30, 2013

„სუბარუ“ ტოკიოში კონცეპტუალურ „ლევორგს“ წარადგენს

Subaru Teases Tokyo Show-Bound Levorg Wagon Concept
30 ოქტომბერი
ტოკიოს მოტორ შოუზე, „სუბარუ“ სრულიად ახალი კონცეპტუალური ავტომობილით წარსდგება, რომელსაც „ლევორგი“ ეწოდება. იაპონური კომპანიის განცხადებით, ეს არის სერიული ავტომობილის წინამორბედი, რომელიც ბაზარზე მომავალ წელს გამოვა. რაც შეეხება სახელს, ის სამი სიტყვის - ლეგასის, რევოლუშნის და ტურინგის (ლეგენდა, რევოლუცია და მოგზაურობა) ნაჯვარია და შესაძლოა, ის იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ ავტომობილის სახით, შემდეგი თაობის „ლეგასის“ უნვერსალის ძარიან ვერსიას ვნახავთ.
ტოკიოში დაგეგმილ პრემიერამდე, „სუბარუმ“ თავისი კონცეპტუალური ავტომობილის ფოტო ტიზერები და მცირე ინფორმაცია გაავრცელა. მასში ნთქვამია, რომ „ლევორგი“ არის სპორტული უნივერსალის ახალი ტიპია, რომელიც პირველ რიგში, იაპონური ბაზრისთვისაა შემუშავებული. კომპანიის განმარტებით, მასში „დახვეწილი დიზაინი და სპორტული ავტომობილის შეგრძნებაა შეხამებული“. ავტომობილი საუკეთესო მართვადობით, უსაფრთხოებით და გარემოსადმი მეგობრულობით იქნება გამორჩეული.
„ლევორგს“ მამოძრავებელ ძალას სრულიად ახალი, 1.6-ლიტრიანი ჰორიზონტალურად ოპოზიტური ძრავი (DIT) ანიჭებს, რომელსაც საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა და ტურბო კომპრესორი ემსახურება. სხვა ახალი ტექნოლოგიებიდან აღსანიშნავია შემდეგი თაობის სისტემა „აისაით“, რომელსაც ახალი ფუნქციები დაემატა. ამიერიდან, ეს სისტემა ქალაქში მოძრაობისას, ავტომობილს შეჯახებებისგან დაიცავს და საჭიროების შემთხვევაში, თავად უზრუნველუყოფს მის შენელებას სრულ გაჩერებამდეც კი, ასევე მოძრაობის მიმართულების შეცვლასაც. სიახლეა საჭის მხარდაჭერის კონტროლის სისტემა.
„ლევორგის“ გარდა, შოუზე „სუბარუს“ სტენდზე ასევე შესაძლებელი იქნება კონცეპტუალური „ქროსოვერ 7-ის“ ნახვა, რომლის სახელშიც რიცხვი ადგილების რაოდენობას აღნიშნავს. ეს ავტომობილიც ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნლი და მალე მისი წარმოება დაიწყება. ტოკიოში იაპონელები პირველად იხილავენ კონცეპტუალურ „ვიზივ ევოლუშნს“. იქვე შედგება კონცეპტუალური „ქროს სპორტის“ მსოფლიო პრემიერაც.

No comments:

Post a Comment