Saturday, October 26, 2013

ფეტელი - გამანადგურებელი

Motor racing-Vettel on pole for Indian Grand Prix
26 ოქტომბერი
სებასტიან ფეტელი არის ერთადერთი პილოტი, ვინც ინდოეთის დიდი პრიზის პრაქტიკებზეც, კვალიფიკაციებზეც და რბოლებშიც, ყოველთვის ცხრილის სათავეშია. 2011 და 2012 წლებში ასე იყო და ახლა ისღა დარჩენია, სამივე პრაქტიკასა და კვალიფიკაციაზე პირველობას, ხვალინდელ რბოლაში გამარჯვებაც მიაყოლოს და ზედიზედ მეოთხე ტიტულიც გაინაღდოს. დანარჩენების რბოლა კი მისი ტრიუმფის აკომპანიმენტი იქნება...
ფეტელმა 0.752 წამით აჯობა დანარჩენებში ყველაზე სწრაფ ნიკო როსბერგს, რომელსაც 0.070 წამით ჩამორჩა ლუის ჰამილტონი. რა თქმა უნდა, სხვაობა უზარმაზარია, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ „მერსედესის“ ორივე პილოტი, ისევე როგორც ფეტელი, რბილი რეზინით ასპარეზობდა. სამაგიეროდ, მედიუმები აირჩია მარკ ვებერმა და ეს მის დროზეც აისახა - მართალია, საერთო ჯამში მეოთხე ადგილს დასჯერდა, მაგრამ თანაგუნდელთან თითქმის წამი წააგო. მედიუმები აირჩია ფერნანდო ალონსომაც და ამის შედეგია ის, რომ ესპანელი სტარტზე მერვე ადგილს დაიკავებს.
ფეტელმა თავის კარიერაში 43-ე, ამ სეზონში კი მე-7 პოული, ბუდ ინტერნეიშნლის რეკორდული დროით მოიპოვა. რბოლასაც თუ მოიგებს, ტიტული ჯიბეში ექნება. ალონსო ერთადრთი პილოტია, ვისაც მათემატიკურად შეუძლია მისთვის ამაში ხელის შეშლა, თუმცა ძნელად წარმოსადგენია, ესპანელმა დარჩენილი ოთხივე რბოლა მოიგოს ისე, რომ ფეტელმა, ვისაც წინა ხუთი რბოლა აქვს მოგებული, ათი ქულის დაგროვებაც ვერ შეძლოს. სხვათა შორის, ბუდზე წინა ორ რბოლაში, ფეტელი ყველა წრეს ლიდერობდა. მოდი და ამას და მის RB9-ს მოუგე...
კვალიფიკაცია ჩააგდო რომენ გროჟანმა, ვინც იაპონიაში გამარჯვებისთვისაც კი იბრძოდა. ფრანგი ასპარეზობას პირველივე სექტორის შემდეგ გამოეთიშა. ის ზედმეტმა თავდაჯერებულობამ დასაჯა - რბოლაში საშუალო სიმყარის რეზინით გამოვიდა და საბოლოოდ მე-17 ადგილს დასჯერდა. როცა დარწმუნდა, რომ რბილებზე უნდა გადასულიყო, უკვე გვიანი იყო... მისმა თანაგუნდელმა კიმი რაიკონენმა მე-6 დრო აჩვენა.

ინდოეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)             1:24.119
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                    1:24.871
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:24.941
4. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     1:25.047
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:25.201
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:25.248
7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                 1:25.334
8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:25.826
9. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                        1:26.153
10. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             1:26.487
- - - - - - - - - -
11. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)    1:25.519
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           1:25.711
13. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            1:25.740
14. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)            1:25.798
15. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1:26.134
16. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                1:26.336
- - - - - - - - - -
17. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                1:26.577
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:26.842
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1:26.970
20. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)  1:27.105
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1:27.487
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)         1:28.138

No comments:

Post a Comment