Friday, October 25, 2013

ფეტელი ინდოეთში ტიტულის განაღდებას გეგმავს

Motor racing-Vettel leads Red Bull one-two in India practice
25 ოქტომბერი
ბუნებრივია - რაც ვერ შეძლო იაპონიაში, იმას ინდოეთში აპირებს და ალბათ, მიზანს მიაღწევს კიდეც. ყოველ შემთხვევაში, პირველივე თავისუფალ პრაქტიკაზე ყველაზე სწრაფი იყო. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მას ყველაზე მეტი კონკურენცია „მერსედესის“ და „ლოტუსის“ პილოტებისგან შეხვდა. თუმცა, ცხრილის პირველი ორი გრაფა „რედ ბულის“ პილოტებმა დაიკავეს.
ამჯერად მარკ ვებერი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს 0.188 წამით ჩამორჩა. მასზე მხოლოდ 0.028 წამით ნელი იყო ნიკო როსბერგი. მხოლოდ მე-12 დროს დასჯერდა ფეტელის მთავარი კონკურენტი ფერნანდო ალონსო. ესპანელი და მისი კვიცი ვარჯიშებსა და კვალიფიკაციებზე ვერ ბრწყინავენ ხოლმე, მაგრამ რბოლაში სტაბილურობით და მეტი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევიან და ალბათ „ბუდ ინტერნეიშნლზეც“ ასე იქნება. ოღონდ, აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ექვსი წრის შემდეგ, ალონსოს მანქანაზე გადაცემათა კოლოფი გამოვიდა მწყობრიდან.
შეგახსენებთ, რომ ფეტელი ალონსოს 90 ქულას უგებს და დარჩენილ ოთხ რბოლაში, რომლებშიც მაქსიმუმ 100 ქულის აღებაა შესაძლებელი, ოდენ 10 ქულაც ჰყოფნის იმისათვის, რომ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გახდეს. იმასაც შეგახსენებთ, რომ ოთხი და მეტი ტიტული, ფ1-ის ისტორიაში მხოლოდ არგენტინელ ხუან მანუელ ფანხიოს, ფრანგ ალენ პროსტს და გერმანელ მიხაელ შუმახერს აქვთ მოპოვებული. ზედზედ ოთხჯერ ჩემპიონობა კი ფანხიომ და შუმახერმა შეძლეს.

ინდოეთის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:26.683
2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     1:26.871
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:26.899
4. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:26.990
5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:27.227
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:27.335
7. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                        1:27.416
8. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:27.692
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                1:27.770
10. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1:27.800
11. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)            1:28.035
12. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)               1:28.214
13. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)   1:28.336
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:28.342
15. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            1:28.468
16. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1:28.538
17. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                      1:28.730
18. ჯეიმს კალადო (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           1:29.197
19. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)  1:29.413
20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                    1:29.560
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1:30.026
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)       1:30.471

No comments:

Post a Comment