Wednesday, October 23, 2013

„ფერარის“ ალონსოს თანაგუნდელად კუბიცას აყვანა სურდა

Ferrari admits it wanted Robert Kubica to partner Fernando Alonso
23 ოქტომბერი
„ფერარის“ შეფი სტეფანო დომენიკალი აღიარებს, რომ მისი გუნდი, ფერნანდო ალონსოს თანაგუნდელად რობერტ კუბიცას მოყვანით იყო დაინტერესებული. მაგრამ ის ახლა ეჭვობს, რომ პოლონელი მრბოლი ფორმულა ერთში დაბრუნებას ვეღარ შეძლებს და ამის საშუალებას მას დაზიანებული მარჯვენა იდაყვი არ მისცემს.
ეს ტრავმა კუბიცამ 2011 წლის სეზონის დაწყებამდე მიიღო, იმ სეზონის, რომელიც შესაძლოა, გადამწყვეტი ყოფილიყო მისი კარიერის განვითარებაში. ავარია კი იტალიაში, უმნიშვნელო რალის ეტაპის დროს მოუვიდა და ბეწვზე გადარჩა. მრავალი ოპერაციის და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ, პოლონელმა შეძლო არამარტო გამოჯანმრთელება, არამედ რბოლებში დაბრუნებაც. ოღონდ, ამჯერად ის რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ლიგაში ასპარეზობს და ამ სეზონს, WRC-ის უმაღლესი ლიგის ბოლო ეტაპზე გამოსვლით დაასრულებს.
კუბიცამ რამდენჯერმე „მერსედესის“ ფ1-ის სიმულატორზეც ივარჯიშა, თუმცა თავადვე აღიარა, რომ ფ1-ის რბოლებში მონაწილეობა გაუჭირდება, რადგან მჭიდრო კოკპიტში სრულფასოვანი მანიპულაციების საშუალებას, იდაყვი არ მისცემს, რომლის ფუნქციონირებაც ბოლომდე ვერ აღიდგინა.
„ჩვენ მას თვალყურს ვადევნებდით. სამწუხაროდ, არა მგონია, დაბრუნება შეძლოს, რადგან მას ისეთი ფიზიკური პრობლემა დარჩა, რომ გარკვეულ სიტუაციებში, როცა განსაკუთრებით საჭიროა სწრაფი მოქმედება, ძალიან გაუჭირდება რეაგირება. და ეს ძალიან სამწუხაროა“, - ამბობს დომენიკალი.

No comments:

Post a Comment