Tuesday, October 22, 2013

„ფორდ ტრანზიტ კონექტი“ ჰონ კონგის ტაქსადაც იმუშავებს

New Ford Transit Connect Taxi Goes to Hong Kong
22 ოქტომბერი
ჰონ კონგი დაემატა იმ დიდი ქალაქების სიას, სადაც „ფორდის“ უახლესი ვენი „ტრანზიტ კონექტი“, რომელსაც „მომავლის ტაქსი“ უწოდს, ტაქსის ფორმაში გამოწყობილი ივლის. „ფორდს“ ამერიკაში ტაქსის ბაზრის დაახლოებით 60 პროცენტი ეკუთვნის და ახლა უკვე გლობალურ ბაზარზეც გადის. ცისფერი ოვალის მიზანს, პირველ რიგში, მსოფლიოს დიდი ქალაქების „ათვისება“ წარმოადგენს.


ჰონ კონგში „ტრანზიტ კონექტი“ შეკუმშული ნავთობგაზით იმუშავებს, რისთვისაც ის სპეციალურად შემუშავებული მოწყობილობით აღიჭურვება. ამასთან, ჰონ კონგში შექმნილია სპეციალური ინფრასტრუქტურა, რომელიც სწორედ ამ ტიპის საწვავით მომუშავე ავტომობილების გაწყობას მოემსახურება.
ტაქსი უახლესი „ფორდ ტრანზიტ კონექტის“ ბაზაზეა გაკეთებული. ტაქსი-ვერსია თავის წინამორბედზე გრძელია. მის სალონში ხუთი სავარძელია მოთავსებული და რაც მთავარია, გაზრდილია ადგილი საბარგულისთვის. ავტომობილი ახალი ოთხცილინდრიანი 2.5-ლიტრიანი ანიჭებს, რომელთანაც 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია დაკავშირებული. ძრავს შეუძია როგორც ბენზინზე, ასევე შეკუმშულ ნავთობგაზზე მუშაობა.
ტაქსისთვის მომზადებული ვარიანტის კლირენსი შემცირებულია. ჯერ ერთი, ეს შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე პირებისთვისაა მოსახერხებელი. მეორეც, ტაქსის კომპანიებს, მანქანის თავზე, უფრო მაღალი სარეკლამო ბანერის განთავსების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, კაპოტქვეშა სივრცე სალონიდანვეა ხელმისაწვდომი, რაც მანქანიდან გადმოუსვლელად, ძრავში ზეთის დონის შემოწმების საშუალებას იძლევა.

No comments:

Post a Comment