Friday, October 25, 2013

„ფერარი“ მარანელოში ფ1-ის ახალი ქარხანას ააშენებს

Ferrari to Build New F1 Plant in Maranello
25 ოქტომბერი
„ფერარი“ თავისი მარანელოს შტაბ-ბინის მახლობლად, ფორმულა ერთისთვის ახალ ქარხანას ააშენებს. გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის შესასბამისად, ახალი საწარმო სამსართულიანი იქნება და მასში თავისუფლად განთავსდება „სკუდერია ფერარის“ 700 თანამშრომელი. სავარაუდოდ, ქარხანა მუშაობას ერთ წელიწადში დაიწყებს.

„ფერარის“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ახალი საწარმოო კომპლექსი, რომელშიც განახლებული აეროდინამიკური მილი და პილოტთა მოსამზადებელი სრულიად ახალი სიმულატორი შევა, დადებითად იმოქმედებს გუნდის კონკურენტუნარიანობაზე და ექვსწლიანი ჩავარდნის შემდეგ, „სკუდერია“ ისევ შეძლებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.

„ფერარი“ ფორმულა ერთის ყველაზე ტიტულოვანი საჯინიბოა. მის ანგარიშზე პილოტების 15 ტიტული და კონსტრუქტორთა 16 თასია. გუნდს 867 რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთაგან მისმა პილოტებმა 221 მოიგეს, 207 კი პოულიდან დაიწყეს. ბოლოს „ფერარის“ მანქანით ჩემპიონი კიმი რაიკონენი გახდა (2007 წელს). მიმდინარე სეზონში, „ფერარის“ ფერნანდო ალონსო ლიდერ სებასტიან ფეტელს 90 ქულით ჩამორჩება, „ფერარი“ კი „რედ ბულთან“ 148 ქულას აგებს.

No comments:

Post a Comment