All-Electric Racecar for the Formula E Series
Revealed – The Spark-Renault SRT_01E
10 სექტემბერი
ახალი, ელექტრონული სარბოლი სერიის, ფორმულა E-ს
პირველი სეზონის დაწყებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე, მისმა ორგანიზატორებმა
სრულიად ელექტრული, ღიაბორბლიანი სარბოლი ავტომობილი, რომელსაც „სპარკ-რენო SRT_01E„
ჰქვია, ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგინეს.
ეს ავტომობილი, სარბოლი ტექნიკის წარმოებაში
გაწაფული რამდენიმე კომპანიის ერთობლივი მუშაობის პროდუქტია. მაგალითად, კომპანია „სპარკ
რეისინგ ტექნოლოჯიმ“ მისი დიზაინი და შეთანწყობა შეიმუშავა, „მაკლარენის“ ნახელავია
ძალური დანადგარი და ელემენტების ბლოკი, „რენომ“ კი ავტომობილის აწყობა და
უსაფრთხოების საკითხები ითავა.
სერიაში სულ 10 გუნდი იასპარეზებს, რომლებსაც ორ-ორი
პილოტი ეყოლებათ. მათთვის სულ 42 ელექტრონული სარბოლი ფორმულა დამზადდება -
რბოლისას ყოველ პილოტს, შუა დისტანციაზე, მანქანის გამოცვლა მოუწევს. ამის მიზეზი
ისაა, რომ ელემენტების ტექნოლოგები ჯერ არ იძლევა მათში საკმარისი მოცულობის ენერგიის
შენახვის საშუალებას, რაც რბოლისთვის სამყოფი იქნება. დამუხტვას კი დიდი დრო სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ გუნდებს ერთნაირი მანქანით ასპარეზობა
მხოლოდ პირველ სეზონში მოუწევთ, რადგან შემდგომი სეზონიდან, მათ საკუთარი ფორმულის
შემუშავების უფლება მიეცემათ, რაც სიახლეების დანერგვას დააჩქარებს და ამით
ყველაზე მეტად ავტო ინდუსტრია იხეირებს, რომელიც ამჟამად ელექტრონიზაციის პროცესშია.
„სპარკ-რენო SRT_01E„ აღჭურვილია ელექტრო ძრავით,
რომლის სიმძლავრეც 270 ცხენის ძალას აღწევს. მაბრუნი მომენტი ჯერ უცნობია, თუმცა როგორც
ყველა ელექტროძრავი, ეს აგრეგატიც მაქსიმუმს პირველივე ბრუნიდან ავითარებს.
ავტომობილის შასი კარბონის კომპოზიტის ნაწარმია, რაც სიმტკიცესა და სიმსუბუქეს განაპირობებს.
No comments:
Post a Comment