Tuesday, September 24, 2013

„მერსედეს-ბენცის“ პლაგ-ინ ჰიბრიდული S500-ის დებიუტი ფრანკფურტში

Mercedes-Benz S500 Plug-In Hybrid Makes Frankuft Debut, Needs Just 3 L/100KM
24 სექტემბერი
„მერსედეს-ბენცმა“ ახალი S-კლასი მართლაც ძალიან მრავალფეროვან პროდუქტად წარმოადგინა - სედანს ფრანკფურტში კუპე მოაყოლა და იქვე საზოგადოებას თავისი ფლაგმანის პლაგ-ინ ჰიბრიდული ვერსია წარუდგინა. საერთოდ, ფრანკფურტის გამოფენაზე ბევრი ჰიბრიდული ნახვა იყო შესაძლებელი, თუმცა სამქიმიანების დიდი სედანი მათ შორის აშკარად გამორჩეულია. ამაში მისი მახასიათებლების გაცნობისთანავე დარწმუნდებით.
პლაგ-ინ ჰიბრიდული S500-ის ჰიბრიდულ სისტემაში შედის ბენზინის 3.0-ლიტრიანი ტურბო V6, რომელიც 328 ცხენის ძალას და 480 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს და ელექტრო ძრავი, რომლის სიმძლავრეც 107 ცხენის ძალაა. საკმაოდ სოლიდური სიმძლავრის და მომენტის პარალელურად, სისტემა 100 კილომეტრზე საშუალოდ მხოლოდ 3.0 ლიტრ ბენზინს მოიხმარს, მის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი ყოველ კილომეტრზე მხოლოდ 69 გრამია.
ამ სისტემით, S500-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 5.5 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ ნიშნულზეა შეზღუდული. ავტომობილს მხოლოდ ელექტროძრავით გადაადგილებაც შეუძლია და ამ დროს, სვლის სიშორე 30 კილომეტრია. ავტომობილი ენერგიას საყოფაცხოვრებო ქსელიდან ივსებს. ამასთან, მას მუხრუჭების ენერგიის რეკუპერაციის სისტემაც ემსახურება, რომელიც ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკს ენერგიით მოძრაობისას ამარაგებს.
ავტომობილს ოთხ რეჟიმში მოძრაობა შეიძლება, რომელთა შერჩევაც შესაბამისი ღილაკით შეიძლება. ესენია: ჰაიბრიდი, E-მოუდი, E-სეივი და ჩეირჯი. ჰიბრიდულ რეჟიმში ავტომობილი ორივე ძრავს იყენებს. E-მოუდის დროს, ავტომობილს მამოძრავებელ ძალას მხოლოდ ელექტრო ძრავი ანიჭებს, E-სეივ რეჟიმში მხოლოდ შიდაწვის ძრავი მუშაობს, ელექტრო ძრავი კი მხოლოდ საჭიროებისას იწყებს მუშაობას. რეჟიმ ჩეირჯის დროს კი, მანქანა შიდაწვის ძრავით გადაადგილდება, რომელიც იმავდროულად, ელემენტებსაც მუხტავს.
პლაგ-ინ ჰიბრიდული S500-ის გაყიდვებს „მერსედეს-ბენცი“ მომავალი წლიდან დაიწყებს.

No comments:

Post a Comment