Saturday, September 21, 2013

„ვოლვო“ ფლაგმან S100-ს გამოუშვებს

Volvo to Produce S100 Flagship Sedan, Says Geely Boss
21 სექტემბერი
ჩინელი ბიზნესმენი, საავტომობილო კომპანია „ჯილის“ შეფი ლი შუფუ იმ ადამიანების რიცხვს არ მიეკუთვნება, რომლებიც სირთულეებს ადვილად ეგუებიან. სხვანაირად ის ვერ გახდებოდა ცისქვეშეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ავტომწარმოებლის სულის ჩამდგმელი. და მერე ვერ დაეუფლებოდა შვედურ „ვოლვოს“, რომლის დახმარებითაც, „ჯილის“ გლობალურ ექსპანსიას აპირებს.
სირთულე, რომელსაც ის გადააწყდა, „ვოლვოს“ ყოფილმა და მოქმედმა მთავარმა აღმასრულებლებმა, (შესაბამისად) სტეფან ჯეკობიმ და ჰაკან სამუელსონმა შექმნეს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ „ვოლვო“ მწვანე იმიჯის მქონე ავტოკომპანიად გარდაქმნან. შუფუს ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, ოღონდ ისიც სურს, რომ „ვოლვომ“ ფლაგმანი სედანის წარმობაც დაიწყოს, რომლითაც კონკურენციას „აუდი A8-ს“, „ბეემვეს“ მე-7 სერიას და „მერსედეს-ბენცის“ S-კლასს გაუწევს.
ახალი ფლაგმანი სედანის წარმოების დაწყების შემთხვევაში, ის შემდეგი თაობის „ვოლვო S80-ის“ დაგრძელებულ პლატფორმაზე აიგება. შუფუ ამბობს, რომ „ვოლვო S100“ S80-ზე და მის გრძელბაზიან ვერსიაზე (S80 L, რომელიც ჩინეთში მზადდება) დიდიც იქნება და მდიდრულიც. S100-საც ჩინეთში გამოუშვებენ, რისთვისაც ქალაქ ჩენდუში ახალი ქარხანა შენდება. პირველ რიგში, ის ჩინური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. მაგრამ გაიტანენ თუ არა სხვა ბაზრებზე, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა.
შუფუ ჯერჯერობით არაფერს ამბობს ძრავებზე. ეს ის საკითხია, რომელმაც შესაძლოა, შვედურ კომპანიას შეიძლება პრობლემები შეექმნას. რატომ? იმიტომ, რომ ახლახანს „ვოლვო“ შეგვპირდა, რომ ოთხცილინდრიან ძრავებზე გადავა და თანდათან უარს იტყვის 5 და 6 ცილინდრიან აგრეგატებზე. მაგრამ ფლაგმანი, რომელმაც კონკურენცია გერმანულ მრავალცილინდრიან შედევრებს უნდა გაუწიოს, მარტო ოთხცილინდრიანი ძრავებით კონკურენტუნარიანი ვერ იქნება, რადგან ასეთი ავტომობილების მომხმარებლებს, კომფორტის გარდა, მძლავრი ძრავებიც იზიდავს. „ვოლვომ“ კი ახლახანს შეწყვიტა „იამაჰას“ წარმოების V8 ძრავის გამოყენება, რომელსაც XC90-ის და S80-ის მყიდველს სთავაზობდა...

No comments:

Post a Comment