Thursday, September 5, 2013

„მერსედეს-ბენცმა“ ახალი S-კლასის კუპეს ესკიზები გამოაქვეყნა

Mercedes-Benz Drops Official Sketch of New S-Class Coupe Concept
5 სექტემბერი
„მერსედეს-ბენცმა“ ინტერნეტით თავისი ახალი S-კლასის კუპეს კონცეპტუალური ვერსიის ესკიზები გაავრცელა და მოკლე განმარტებაც მოაყოლა: „კონცეპტუალური S-კლასის კუპე. საინტერესოდ გამოიყურება? უფრო მეტს მალე ნახავთ! IAA“. IAA-ზე მითითება ნიშნავს, რომ ამ ავტომობილის პრემიერა ფრანკფურტის საერთაშორისო ავტო შოუზე გაიმართება, რომელიც 10 სექტემბერს გაიხსნება.


ავტომობილი კონცეპტუალური კი არის, მაგრამ სავარაუდოდ, ის პრაქტიკულად წარმოებისთვისაა მისადაგებული. სამქიმიანები S-კლასის კუპეთი CL-კლასის კუპეს ჩაანაცვლებენ. ალბათ არც გაგიკვირდბათ, თუ გეტყვით, რომ კუპე უახლესი S-კლასის სედანის პლატფორმაზეა ბაზირებული და მისგანვე მიიღებს ძრავების გამას. ფრანკფურტში თუ ამ ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსიას ვნახავთ, სერიული ვერსიის პრემიერა დეტროიტის მოტორ შოუზე გაიმართება.

სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე, სამქიმიანები მყიდველს S-კლასის კუპეს იმ ვერსიას შესთავაზებენ, რომელიც წყვილ ტურბოიანი V8 ძრავით იქნება აღჭურვილი. შემდგომში, ძრავების გამაში სხვა აგრეგატებიც (მათ შორის, V6 და V12) შევა. 

No comments:

Post a Comment