Thursday, September 5, 2013

„მაკლარენ P1“ ნურბურგრინგზე: 7:04

McLaren P1 Posts 7:04 Nurburgring Time
5 სექტემბერი
„მაკლარენმა“ თავის უახლეს ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ P1-ით ნურბურგრინგზე სერიული ავტომობილების რეკორდს დამყარება სცადა, მაგრამ მხოლოდ მესამე საუკეთესო დროს გამოჰკრა ხელი - ავრომობილმა „მწვანე ჯოჯოხეთის“ ჩრდილოური მარყუჟი 7 წუთსა და 04 წამში გაიარა. მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელობა ამით უკმაყოფილო დარჩა, რადგან მათი სურვილი იყო, რომ დრო შვიდ წუთზე ნაკლები ყოფილიყო.
სერიულ საგზაო ავტომობილებს შორის, ამაზე სწრაფად ნურბურგრინგი, ბრიტანულ კომპანია „რადიკალის“ ორ ავტომობილს აქვს გავლილი. „რადიკალ SR8-ით“ ნაჩვენები რეკორდული დროა 6 წუთი და 48 წამი, „რადიკალ SR8LM-ით“ კი - 6 წუთი და 55 წამი. აღსანიშნავია, რომ ორივე ავტომობილი სარბოლი ღია პროტოტიპის საგზაო ვერსიებია.
აქ ისიც უნდა ითქვას, რომ P1-ის პრეზენტაციაზე, „მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილით, ნურბურგრინგის წრის 6 წუთსა და 48 წამში გავლაა შესაძლებელი. სწორედ ესაა კომპანიის უკმაყოფილების მიზეზი. და ამიტომ, „მაკლარენს“ თავისი მიღწევა არ გაუხმაურებია. თუმცა, მედიას ეს მაინც არ გამოჰპარვია. ბრიტანულმა კომპანიამ ავტომობილი უოკინგში გადაიტანა, სადაც მას „ფილტრში“ კიდევ ერთხელ გაატარებენ და აუცილებლად დაბრუნდბიან აიზელის მთიანეთში არსებულ ტრასას, რათა ჯერ შვიდწუთიანი ბარიერი დაძლიონ, შემდეგ კი ზემოთ დასახელებულ მიზანს მიაღწიონ. თუ ეს არ მოხერხდა, „რადიკალს“ მაინც ჩამოართვან რეკორდი.

No comments:

Post a Comment