Sunday, September 22, 2013

ფეტელის და დომენიკალის „საეჭვო სერობა“

Ferrari plans Vettel future in Singapore
22 სექტემბერი
მცირე საბაბიც კი საკმარისია იმისათვის, რომ ფორმულა ერთის პადოკში დიდი ჭორი აგორდეს. თუნდაც, ეს ჭორი იმას ეხებოდს, რაც შესაძლოა, ორი ან მეტი წლის შემდეგ მოხდეს, ან არც მოხდეს. მთავარია, სალაპარაკო იყოს. ასეთი ჭორები ახლა განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს, რადგან ხმაურიანი ტრანსფერების შემდეგ, საყოველთაო თავშესაქცევი „სილი სიზონი“ განელდა - ახლა მხოლოდ მეორეხარისხოვან ტრანსფერებსღა ველით...
სინგაპურის დიდი პრიზის დღეებში, სებასტიან ფეტელი „ფერარის“ შეფ სტეფანო დომენიკალისთან მოსაუბრე დააფიქსირეს. მაშინვე აგორდა ჭორი, რომ მარანელოელები ახლავე ზრუნავენ იმ დროზე, როცა ფერნანდო ალონსო „რედ ბულში“ გადავა, ან „მაკლარენს“ დაუბრუნდება (ამ თემაზეც ახლახანს დაიწყეს ლაპარაკი). მის ერთადერთ შემცვლელად პადოკში ფეტელი მიიჩნიეს.
მარკ ვებერმა კი ბრიტანულ „სკაისთან“ საუბრისას მაპროვოცირებელი კითხვა დასვა - რა იქნება მას შემდეგ, რაც კომი რაიკონენს „ფერარისთან“ ორწლიანი კონტრაქტი დაუმთავრდება? და თავადვე ივარაუდა, რომ ფეტელს აიჩევენ.
კვალიფიკაციის შემდგომ პრეს კონფერენციაზე, გერმანულმა ტაბლოიდმა „კიოლნერ ექსპრესმა“ ამის განმარტება ფეტელს სთხოვა. რა თქმა უნდა, მისგან გაურკვეველი პასუხი მიიღო. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა უპასუხა, რომ დომენიკალის პადოკში შემთხვევით შეხვდა და ამას საუბარი მოჰყვა.
შემდეგ კი ესპანურმა „მარკამ“ დომენიკალის ჰკითხა ამ ჭორზე და მისგანაც მსგავსი პასუხი გაისმა: „მე ისიც გავიგე, რომ ვებერიც უნდა მოსულიყო. სიმართლე რომ ვთქვა, სალაპარაკო არაფერია. ეს თამაშის ნაწილია“. რას გულისხმობდა „თამაშში“, „ფერარის“ შეფს არ დაუკონკრეტებია. მაგრამ მას კითხვა სხვა მხრიდან შეუბრუნეს - „ფერარი“ კმაყოფილია თუ არა იმით, რასაც „ალონსო“ ახერხებსო, ან პირიქით, ალონსო თუა გუნდით კმაყოფილიო, რაზეც დომენიკალიმ უპასუხა: „აბსოლუტურად, აბსოლუტურად. პირადად ჩემთვის, ის გუნდის მთავარი აქტივია“.
მაგრამ „ფერარის“ დომენიკალი კი არა, ლუკა დი მონტეძემოლო განაგებს...

No comments:

Post a Comment