Friday, September 20, 2013

სინგაპურში სარბოლო მოთელვა დაიწყო

Motor racing-Vettel dominates Singapore practice
20 სექტემბერი
ფორმულა ერთის ქარავანმა ევროპა დატოვა და მსოფლიოს გარშემო ვოიაჟს სინგაპურიდან იწყებს, სადაც ღამის რბოლით ასიამოვნებს ავტოსპორტის მოყვარულთ. თუმცა, ბევრმა უკვე ინტერესი დაკარგა და ამაში დამნაშავენი სებასტიან ფეტელი და „რედ ბული“ (ედრიან ნიუის თამადობით) არიან, რომლებმაც სეზონის დასრულებამდე შვიდი ეტაპით ადრე, მეტოქეებს ჩემპიონობის იმედი პრაქტიკულად გადაუწურეს.
შესაძლოა, „ფერარის“ და „მერსედესის“ ხელმძღვანელებისგან და პილოტებისგან გაიგოთ, რომ ბოლომდე ბრძოლას აპირებენ, მაგრამ მეორე მხრივ, მარანელოელებს ფერნანდო ალონსოს ჩემპიონობის მცირე იმედი მაინც რომ ჰქონოდათ, ფელიპე მასას გაშვების გადაწყვეტილებას ცოტა მოგვიანებით გამოაცხადებდნენ იმ იმედით, რომ მასა უდრტვინველად გააგრძელებდა მეორე ნომრის მოვალეობის შესრულებას. დღეს კი ის ამბობს, რომ მხოლოდ საკუთარ თავს დაეხმარება, რათა რაც შეიძლება უკეთეს გუნდში, ხელსაყრელი პირობებით გადავიდეს. რაც შეეხება სამქიმიანების ბანაკს და ლუის ჰამილტონს, მათ ამ სეზონში ტიტულისთვის ბრძლა არც დაუგეგმავთ. „ლოტუსის“ ხასენებაც კი არ ღირს, რადგან გუნდი, რომელიც თავის ლიდერს ბონუსებს ვერ უხდის, ვერც მანქანის განვითარებაზე იზრუნებს...
მოკლედ, სიტუაცია გარკვეულია. გარემოებათა გამო, ახლა ყველა გუნდი, მათ შორის „რედ ბულიც“, რომელიც როგორც ჩანს, ფეტელთან ერთად, ზედიზედ მეოთხედ მოიპოვებს ჩემპიონის ტიტულს. ამ სეზონს კი ყველა ინერციით დაასრულებს. შესაძლოა, აქა-იქ ვინმემ მანქანა განაახლოს კიდეც, მაგრამ ეს იმ გეგმური სამუშაოს შედეგი იქნება, რომლებიც დიდი ხნით ადრე დაიწყო...
სინგაპურის წინ ერთ საინტერესო სტატისტიკურ დამთხვევას შემგთავაზებთ: ფეტელს სინგაპურის დიდი პრიზი ორჯერ აქვს მოგებული. ამასთან, სინგაპურის ეტაპის წინაც ორი რბოლა (ბელგიასა და იტალიაში) მოიგო. ჰოდა, ახლა ჰეთ-თრიკის გაფორმებას ეცდება. ეს მცდელობა კი თავისუფალ პრაქტიკებზე შესანიშნავად დაიწყო - მართალია, პირველზე საუკეთესო დრო ჰამილტონს ჰქონდა, მაგრამ მეორე პრაქტიკაზე მისი ეს საუკეთესო დრო ერთბაშად 15-მა პილოტმა (მათ შორის თავადაც) გააუმჯობესა, ყველაზე სწრაფი კი სწორედ ფეტელი აღმოჩნდა. მან თანაგუნდელ მარკ ვებერს 0.604 წამით აჯობა, დანარჩენთაგან ყველაზე სწრაფი ნიკო როსბერგი კი წამზე მეტით ჩამოიტოვა.

თუმცა, ვარჯიშის შემდგომ პრესკონფერენციაზე ფრთხილი კომენტარი გააკეთა - მე თვითონაც გაოცებული ვარ ასეთი უპირატესობით, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს და როგორც წესი, კვალიფიკაციაზე „მერსედესიც“ ძალიან სწრაფი იქნებაო. რაც შეეხება ალონსოს, სინგაპურში მას ჯერჯერობით ჭორების მოგერიებაზე ზრუნვა უწევს - მარტინ უიტმარშის ნათქვამის უშნოდ გაგებას, შესაფერისი ჭორის აგორება მოჰყვა - ალონსო შეიძლება „მაკლარენში“ გადავიდესო. ამას იმ ფაქტმაც შეუწყო ხელი, რომ უოკინგელებს ჯერ მომავალი სეზონის შემადგენლობა არ გამოუცხადებიათ. ისე კი, ფეტელის მსგავსად, სინგაპურში ორი გამარჯვება ესპანელსაც აქვს მოპოვებული...

სინგაპურის დიდი პრიზი
პირველი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:47.055
2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     1:47.420
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:47.885
4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:48.239
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:48.354
6. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:48.355
7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:48.362
8. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                        1:49.267
9. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)              1:49.348
10. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1:49.355
11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:49.481
12. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          1:49.493
13. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1:49.510
14. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             1:49.608
15. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:49.887
16. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            1:50.092
17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)              1:50.222
18. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)   1:50.757
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1:52.359
20. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:52.673
21. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)  1:52.920
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1:53.647

მეორე პრაქტიკა
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:44.249
2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     1:44.853
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:45.258
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:45.368
5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:45.411
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:45.691
7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:45.754
8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:45.778
9. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1:46.002
10. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                     1:46.025
11. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)   1:46.406
12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)            1:46.429
13. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           1:46.606
14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)              1:46.808
15. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          1:46.870
16. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1:47.287
17. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1:47.434
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:47.761
19. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)  1:49.434
20. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1:49.526
21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:49.619
22. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1:49.731

No comments:

Post a Comment