დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, September 8, 2013

ჰამილტონის მანქანა დაზიანებული იყო

Italian GP: Mercedes reveals Lewis Hamilton had floor damage
8 სექტემბერი
გაირკვა იტალიის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე ლუის ჰამილტონის ფიასკოს შედეგი - „მერსედესმა“ გამოაცხადა, რომ კვალიფიკაციის დროს ჩატარებული გამოკვლევისას, მანქანის ძირი დაზიანებული აღმოჩნდა. მაგრამ მისი გამოსწორება უკვე ვეღარ ესწრებოდა. ბრიტანელმა ძალიან ცუდად ჩაატარა კვალიფიკაციის მეორე ნაწილი და საბოლოოდ, მისთვის უჩვეულო, მე-12 ადგილს დასჯერდა. არადა, წინა ოთხი რბოლის კვალიფიკაცია სწორედ მან მოიგო.
მეორე სექტორში ასპარეზობისას, პირველ ცდაზე, ჰამილტონმა შეცდომა დაუშვა და ხრეშიან დამცავ ზოლში გაიარა. როგორც ჩანს, ძირი სწორედ ამ დროს დაზიანდა. არადა, სწორედ ის უზრუნველყოფს მანქანის ჩაჭიდების დაახლოებით 20 პროცენტს. ამის შედეგი კი ისაა, რომ 2010 წლის მალაიზიის დიდი პრიზის შემდგომ პირველად, ჰამილტონმა კვალიფიკაციის ფინალურ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა.
„ლუისმა კარგად იასპარეზა, მაგრამ როგორც ჩანს, კერბზე გავლისას, მანქანის ძრი დაზიანდა. როცა ჩვენ დაზიანება აღმოვაჩინეთ, უკვე გვიანი იყო. საჭირო იყო ძირის გამოცვლა, რასაც უბრალოდ ვერ მოვასწრებდით. მოკლედ, არ გაგვიმართლა“, - განაცხადა „მერსედესის“ შეფმა როს ბრაუნმა და დასძინა, რომ პრობლემებს ვერც ნიკო როსბერგი გადაურჩა, რომელსაც კვალიფიკაციის წინა პრაქტიკაზე ნორმალურად მოთელვის და მანქანის კვალიფიკაციისთვის მომზადების საშუალება არ მიეცა.

No comments:

Post a Comment