Friday, September 20, 2013

„ლოტუსი“ კორეაში გრძელბაზიანი ბოლიდით იასპარეზებს

Lotus set to race long-wheelbase F1 car from the Korean Grand Prix
20 სექტემბერი
„ლოტუსმა“ გადაწყვიტა, კორეის დიდი პრიზიდან მოყოლებული, თავისი მანქანის გრძელბაზიანი ვერსიით იასპარეზოს, რადგან მისი ინჟინრები თვლიან, რომ ის ახლანდელ ვერსიაზე უკეთესია. გრძელბაზიანი ავტომობილი პირველად კიმი რაიკონენმა იტალიის დიდი პრიზის პრაქტიკებზე გამოსცადა, მაგრამ გუნდმა გადაწყვიტა, რომ ეს ვერსია ჯერ ბოლომდე არ იყო შესწავლილი და ამიტომ, კვალიფიკაციაზე და რბოლაში, ძველი ბოლიდით იასპარეზა.
მონცას შემდგომ ჩატარებულმა ანალიზმა კი ცხადყო, რომ ახალი მანქანა ერთი თავით სჯობს ძველს. სინგაპურში ახალი მანქანით ასპარეზობისგან მაინც თავი შეიკავეს, რადგან ამ რბოლაში ძველი მანქანითაც კარგი შედეგის მოლოდინში არიან. ამიტომ გადაწყდა, რომ რაიკონენისა და რომენ გროჟანისთვის ახალი ბოლიდები კორეაში ჩაიტანონ.
ჟურნალ „ავტოსპორტთან“ საუბრისას, „ლოტუსის“ შეფმა ერიკ ბუიემ განაცხადა, რომ თუ კორეაში მანქანა კარგად იმუშავებს, დარჩენლ რბოლებშიც მასვე გამოიყენებენ. სარბოლო ოპერაციების დირექტორი ალან პერმეინი ამბობს, რომ ახალი მანქანის წყალობით, ბევრი ის პრობლემა გაქრება, რომელთა გამოსწორებაც ძველზე ვერაფრით მოხერხდა. მანქანა უფრო სტაბილური იქნება:
„ძველი მანქანის მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მოსახვევში დამუხრუჭებისას, მდგრადობას კარგავდა. და როცა ამ პრობლემას ვაგვარებდით, თავს ახალი იჩენდა - შუა მოსახვევში არასაკმარისი მოხვევადობის ეფექტს ვღებულობდით. დაგრძელებული ბაზა, მანქანის სრულყოფაზე მუშაობის მეტ საშუალებას მოგვცემს და თუნდაც იმაში დაგვეხმარება, რომ ერთი ადგილი არ ვტკეპნოთ“.

No comments:

Post a Comment