Wednesday, September 25, 2013

„ფერარი ლაფერარი“ ნურბურგრინგზე ვარჯიშობს

Ferrari's LaFerrari Rumbles and Grumbles Around the Nürburgring
25 სექტემბერი
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „პორშეს“ უახლესმა სუპერ ავტომობილმა (918 სპაიდერი) ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟი შვიდ წუთზე ნაკლებში გაიარა, ფრანკფურტის მოტორ შოუს გახსნამდე გავრცელდა, თუმცა ასეც რომ არ მომხდარიყო, ამ კლასის ავტომობილები „მწვანე ჯოჯოხეთს“ მაინც აუცილებლად მიაკითხავდნენ, რადგან იქ კარგი დროის ჩვენება, სხვა თუ არაფერი, მწარმოებლის პრესტიჟის საქმეა.
სწორედ ამიტომ ატარებდა სპეციალურ ტესტებს თავისი P1-ით „მაკლარენი“, რომელიც წრის ასევე შვიდ წუთზე ნაკლებში გავლას იმედოვნებდა და ამიტომ ეწვია ამავე ტრასას „ფერარი ლაფერარი“, ესეც უახლესი სუპერი, რომელიც სანამ ბაზარზე გამოვიდოდა, იტალიურმა კომპანიამ მთელი დაგეგმილი ტირაჟი გაყიდა. მოკლედ, ეს სამი ავტომობილი ერთმანთის კონკურენტია და მათ შორის „რინგზე“ არაოფიციალური პაექრობაც, დიდი ბიზნესის ნაწილია.
ძნელი სათქმელია, „მაკლარენი“ ახლავე ლამობდა შვიდწუთიანი ბარიერიდან გამოსვლას, თუ ჯერ მხოლოდ დაზვერვაზე იყო. ერთის თქმა შეიძლება - მისი შენიღბული P1 დაზვერვის შთაბეჭდილებას ტოვებდა. თუმცა, ეჭვიც არავის შეეპაროს იმაში, რომ სასურველი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში, უოკინგელები ამას მთელ ქვეყანს გააგებინებდნენ. მაგრამ ასე არ მოხდა.
ახლა კი „რინგს“ მარანელოელთა ახალი ფლაგმანიც ეწვია, რომელიც ასევე შენიღბულ მდგომარეობაშია. ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ „ფერარი“ თავისი ავტომობილების სრულყოფის პროცესისთვის შინაურ, ფიორანოს ტრეკს იყენებს. ამიტომ უბრალო ტესტები გამოირიცხა. დროის დაფიქსირების მცდლობას იტალიური კომპანია მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებს, თუ „პორშეს“ შედეგს გააუმჯობესებს. არის კიდევ ერთი ვარიანტი - ეს შეიძლება „ლაფერარის“ სატრეკო ვერსიაა, ანუ უფრო ექსტრემალური, ვიდრე სტანდარტული ავტომობილია...
შეგახსენბთ, რომ „ლაფერარი“ ატმოსფერული V12 და ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 963 ცხენის ძალაა. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე სამ წამზე ნკლებში აკრიფოს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ია. „ფერარი“ მხოლოდ 499 ცალ „ლაფერარის“ დაამზადებს.
ვიდეო

No comments:

Post a Comment