Caterham Teases Upcoming New Sports Model On the Side
of Its F1 Cars
7 სექტემბერი
ბრიტანულმა კომპანიამ, თავისი ახალი სპორტული
ავტომობილის ფოტო ტიზერის გასავრცელებლად, ფორმულა ერთის საკუთარი გუნდის ბოლიდი
გამოიყენა. მანქანის პილოტის კოკპიტის გვერდზე, მომავალი სიახლის სილუეტია
გამოსახული, ავტომობილის, რომელსაც „კატერჰემი“ თავის პარტნიორ „რენოსთან“ ერთად ქმნის.
შეგახსენებთ, რომ ამ თანამშრომლობით „რენოც“
იხეირებს, რომელიც სპორტულ ბრენდ „ალპინს“ აღადგენს, რომელიც სწორედ „კატერჰემთან“
ერთად შემუშავებულ ავტომობილების წარმოებას აპირებს. რა თქმა უნდა, კომპანიები ამ
ავტომობილის თავ-თავიანთ ვერსიებს გამოუშვებენ. ამ ავტომობილმა, „კატერჰემის“
იმიჯი უნდა შეცვალოს, რომელიც დღეს ცნობილია, როგორც „ლოტუსის“ ლეგენდარულ მოდელ „სევენის“
მწარმოებელი. შესაბამისად, კომპანიამ ამ ავტომობილის სარეეკლამოდ უჩვეულო
საშუალება გამოიყენა.
სილუეტიდან აშკარაა, რომ ახალი ავტომობილი „სევენს“
არ ჰგავს. ავტომობილი ღიაა და სავარაუდოდ, ძრავი მასაც (სევენივით) წინ ექნება. „კატერჰემის“
განცხადებით, ეს იქნება ძალიან სწრაფი და მანევრირებადი ავტომობილი, რომლის
შემუშავებაშიც, ფ1-ის საჯინიბოს სპეციალისტებიც იყვნენ ჩართულნი.
ახალი ავტომობილი, ბრიტანული კომპანიის (რომელიც
მალაიზიელ მილიარდერ ტონი ფერნანდესს ეკუთვნის) გამაში, „სევენზე“ მაღლა დაიკავებს
ადგილს. მისი პირველი ჩვენება სინგაპურის დიდი პრიზის დღეებში (20-22 სექტემბერი) იგეგმება.
რაც შეეხება მის ორეულს „ალპინისგან“, მისი ბაზარზე გამოჩენა 2016 წელს იგეგმება.
No comments:
Post a Comment