11 სექტემბერი
როგორც მოსალოდნელი იყო, ფრანკფურტში ვიხილეთ ის
ახალი კონცეპტუალური ავტომობილი, რომლითაც „იაგუარი“ მისთვის სრულიად უცნობ,
ქროსოვერების სეგმენტში დაიწყებს მუშაობას. ბრიტანულმა კომპანიამ წინდაწინვე
გაგვაფრთხილა, რომ მის ახალ კონცეპტუალურ ავტომობილს, სახელად C-X17, საერთო
არაფერი აქვს ნათესავი „ლენდ როვერის“ ტექნოლოგიებთან და რომ ეს ავტომობილი მთლიანად
საკუთარი ძალებითაა შექმნილი.
მაშ ასე, ფრანკფურტში „იაგუარმა“ ბაზრის
მოთხოვნების შესრულება და შესაბამისად, საკუთარი ტრადიციების დარღვევა დაიწყო. და
ამ მიმართულებით მისი პირველი ნაბიჯი ეს კონცეპტუალური უგზოობის ავტომობილია.
მართალია, კომპანია ჯერ არაფერს ამბობს ამ ავტომობილთან დაკავშირებული გეგმების
შესახებ, ანუ დააყენებს თუ არა მას კონვეიერზე, მაგრამ ეჭვიც არავის ეპარება
ამაში, რადგან ცოტა ხნის წინ, ბრიტანულმა კომპანიამ ასეთი ავტომობილი ოფიციალურად
დააპატენტა.
ამ ავტომობილით, „იაგუარმა“ ორ თანამედროვე ტენდენციას
ააყოლა ფეხი - შეიმუშავა თავისი პირველი უგზობის ავტომობილი და ის ალუმინისგან
დამზადებულ უახლეს უნივერსალურ პლატფორმაზე ააგო. კომპანიამ გამოაცხადა, რომ
სწორედ ამ პლატფორმაზე დაამყნობს თავის ყველა ახალ ავტომობილს, რომლებსაც ამიერიდან
გამოუშვებს. მათ შორის იქნება საშუალო ზომის სედანი, რომელსაც ბაზარი დიდი ხანია,
ელის.
C-X17-ს გაბარიტებია: სიგრძე 4 718 მილიმეტრი, სიგანე 1 959 მილიმეტრი, სიმაღლე 1 649 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა 2 905 მილიმეტრი. ავტომობილი გზის საფარისგან 213 მილიმეტრითაა დაშორებული. ყველა ბორბალი წამყვანია და მათ საზრიანი სრულ ამძრავიანი სისტემა ემსახურება.
ბრიტანულ კომპანიას არ დაუზუსტებია, თუ რა ტიპის ძრავებით აღიჭურვება მისი პირველი ქროსოვერი, თუმცა როგორც ჩანს, ამჟამად ეს აქტუალური საკითხი არაა, რადგან კომპანია ბენზინის და დიზელის უახლოეს ძრავებზე მუშაობს, რომლებიც, როგორც ოფიციალურ რელიზში წერია, უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვება. მათი წყალობით, შედარებით ნაკლებლიტრაჟიანი ძრავები, დიდი სიმძლავრით და საწვავის ეკონომიური მოხმარებით იქნება გამორჩეული. დიდი შანსია იმისა, რომ ისეთი ზორბა ავტომობილიც კი, როგორიც C-X17-ია, არ აღიჭურვება V8 ძრავით. სამაგიეროდ, ოთხცილინდრიანი ძრავებით აღჭურვილი მომცრო სედანის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა, კილომეტრზე 100 გრამზე ნაკლები იქნება.

No comments:
Post a Comment