Friday, September 27, 2013

„ასტონ მარტინი“ ჯუჯა „სიგნეტის“ წარმოებას წყვეტს

Toyota iQ Based Aston Martin Cygnet Gets the Axe
27 სექტემბერი
როგორც იქნა, ამ გაუგებრობას წერტილი დაესვა - „ასტონ მარტინი“ აღარ გამოუშვებს ჯუჯა ჰეჩბეკ „სიგნეტს“, რომელიც რეალურად, ძალიან მცირედით გადაკეთებული „ტოიოტა iQ-ა“ და რომელშიც დონორი ავტომობილის ფასზე თითქმის სამჯერ მეტს იღებს! „სიგნეტის“ გასაყიდი ფასი 35 000 ევროა, რასაც მხოლოდ ის გარემოება განაპირობებს, რომ „ასტონის“ საფირმო რადიატორი აქვს და მისივე ლოგო ამშვენებს.
„სიგნეტი“ სამკარიანი ჰეჩბეკია. ის მთლიანად „ტოიოტა iQ-ს“ ასლია და იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, ვინც „ასტონ მარტინის“ სუპერ ავტომობილებს ყიდულობს, მაგრამ ყოველდღიურობაში მათი გამოყენება არ სურს. თუმცა, ვერც ლუქსის კლასის სახელს ელევა... საბაზო „ტოიოტასგან“ მას მაღალი ხარისხის ტყავით გაწყობილი სალონიც განსხვავებს. არადა, ძრავიც და მასთან დაკავშირებული გადაცემათა კოლოფიც პრაქტიკულად ხელუხლებლად დარჩა.
მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ბრიტანულმა კომპანიამ „სიგნეტი“ გამოუშვა, მის მიერ წარმოებული ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის გასაშუალოებული მაჩვენებლის შემცირება იყო. „სიგნეტი“ ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროს მხოლოდ 110 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.

No comments:

Post a Comment