Wednesday, September 4, 2013

კონცეპტუალური „სმარტ ფორჯოი“ ფრანკფურტულ პრემიერამდე

New Smart ForJoy Study Previewed Ahead of Frankfurt Motor Show Debut
4 სექტემბერი
არა, „სმარტის“ ახალი, ოთხკარიანი ჰეჩბეკი ასეთი გაშიშვლებული არ იქნება. თუმცა, თუ ამ კონცეპტუალურ ავტომობილს, რომელსაც ფრანკფურტში „დაიმლერი“ სახელით „სმარტ ფორჯოი“ გაგვაცნობს, ჩავაცმევთ, სწორედ იმას მივიღებთ, რაც კომპანიის დილერთა შოურუმებში, „სმარტ ფორფორის“ სახელით მალე გამოჩნდება. უფრო მეტიც, ამ კონცეპციით, „სმარტის“ ავტომობილების მომავალ სტილსაც ვნახავთ.


ადრე გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, ახალი სერიული ავტომობილი, „რენო-ნისანას“ ალიანსთან ერთად იქმნება. მისი სიგრძე 3550 მილიმეტრი იქნება, სიგანე კი - 1701 მილიმეტრი. სალონში ოთხი სავარძელი მოთავსდება (სახელი ფორფორ ნიშნავს ოთხისთვის). სავარაუდოდ, ავტომობილს მხოლოდ ორი კარი ექნება, ოღონდ ჯერჯერობით უცნობია მათი კონსტრუქცია.
ახალ „სმარტს“ მამოძრავებელ ძალას სამცილინდრიანი 0.9-ლიტრიანი ძრავი მიანიჭებს, რომელიც გერმანულმა კომპანიამ, ასევე ფრანგულ-იაპონურ ალიანსთან თანამშრომლობით შეიმუშავა. მყიდველს ამ ძრავის სამ ვარიანტს შესთავაზებენ. ერთი ატმოსფერული იქნება 65 ცხენის ძალით, ორი კი - ტურბო, რომლებიც ფორსირების განსხვავებული ხარისხით გამოირჩევა. ერთი 85 ცხენის ძალას ავითარებს, მეორე კი - 105-ს.
„დაიმლერი“ ამ ავტომობილის ბაზაზე ქროსოვერის გამოშვებასაც აპირებს, რომელიც იმავე პლატფორმაზე აიგება, თუმცა მისი კლირენსი გაიზრდება და ძარაც ოდნავ შეიცვლება.

No comments:

Post a Comment