Sunday, September 1, 2013

ფეტელი: „მერსედესს“ პილოტების საუკეთესო წყვილი ჰყავს

Vettel says Mercedes has best Formula One duo
1 სექტემბერი
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ამბობს, რომ თანამედროვე ფორმულა ერთში, მრბოლთა საუკეთესო წყვილი „მერსედესის“ გუნდს ჰყავს. გერმანულ გაზეთ „ბილდის“ კითხვაზე, ამ სეზონში რომელი საჯინიბოს პილოტების წყვილი მიაჩნია საუკეთესოდ, მან უყოყმანოდ უპასუხა: „ჰამილტონი და როსბერგი. ისინი სწრაფებიც არიან და ერთმანეთსაც საუკეთესოდ ეწყობიან“.

უნდა ითქვას, რომ ფეტელს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს თავის ავსტრალიელ თანაგუნდელ მარკ ვებერთან, რომელიც მომავალი სეზონიდან, „პორშეს“ საქარხნო გუნდთან ერთად, ლე მანზე იასპარეზებს. თუმცა, გერმანელი დასძენს, რომ: „ხალხს „რედ ბულის“ გარეთ, ყოველთვის არასწორი წარმოდგენა აქვს ჩვენს ურთიერთობაზე. ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება სრულიად პროფესიონალურია“.
რაც შეეხება მის მომავალ პარტნიორზე ატეხილ აჟიოტაჟს, ფეტელი ამბობს, რომ თავადაც აინტერესებს, ვისთან ერთად მოუწევს ასპარეზობა, თუმცა ეს მე არ შემცვლისო: „რა თქმა უნდა, მაინტერესებს, ვინ იქნება ჩემი პარტნიორი. თუმცა ეს რბოლებისადმი ჩემს დამოკიდებულებას ვერ შეცვლის, რადგან მე ყოველთვის ვეცდები ფინიშთან სხვებზე ადრე მისვლას. მნიშვნლობა არ აქვს, მეტოქეები წითელი მანქანით ასპარეზობენ, შავით, თუ იმავე ფერისათი, რომლითაც მე“.

No comments:

Post a Comment