Massa confirms he will not drive for Ferrari in
2014
10 სექტემბერი
ფელიპე მასამ თავის ტვიტერზე გამოაცხადა, რომ
მომავალ სეზნში „ფერარის“ მანქანით არ იასპარეზებს. პარალელურად, „ფერარიმ“
ხვალისთვის პრესკონფერენცია დანიშნა, რომელზეც თავისი ახალი პილოტის ვინაობას
გაგვიმხელს. მასას ადგილის დაკავების ყველაზე რეალური შანსი, კიმი რაიკონენს აქვს.
თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მარანელოელებმა ნიკო ჰულკენბერგი მიიწვიონ.
„2014 წლიდან მე „ფერარის“ წევრი აღარ ვიქნები.
მინდა, გუნდს მადლობა გადავუხადო ყველა იმ გამარჯვებისა და დაუვიწყარი მომენტისთვის,
რომლებიც მათთან ერთად განვიცადე. მდლობელი ვარ ჩემი მეუღლის და მთელი ჩემი
ოჯახის, ჩემი ფანების და ჩემი სპონსორების. ყოველი თქვენგანისგან მე ყოველთვის დიდ
მხარდაჭერას ვგრძნობდი. ახლა ძალიან მინდა, „ფერარისთან“ ერთად, თავდაუზოგავად
ვიბრძოლო დარჩენილ რბოლებში. რაც შეეხება შემდეგ სეზონს, მინდა კონკურენტუნარიან
გუნდში გადავიდე, რათა კიდევ არაერთი გამარჯვება მოვიპოვო და ჩემპიონობისთვის
ვიბრძოლო, რაც ჩემს მთავარ მიზნად რჩება! ყველას დიდი მადლობა“, - წერია მასას
განცხადებაში.
ბრაზილიელი პილოტი „ფერარიში“ 2006 წელს გადავიდა
და იმავე სეზონში, პირველი გამარჯვება თურქეთში მოიპოვა. 2008 წელს მას ცოტა
დააკლდა ჩემპიონობამდე - ერთადერთი ქულა წააგო ლუის ჰამილტონთან. ბოლო რბოლაში,
ფინიშის ხაზის გადაკვეთის მომენტში, მასა ჩემპიონი გახდა, მაგრამ ჰამილტონმა ბოლო
მოსახვევში შეძლო ერთი ადგილით წინ წაწევა (ტიმო გლოკს გაასწრო) და ამის წყალობით,
ტიტულიც მას დარჩა...
მომდევნო სეზონი მასასთვის კინაღამ ფატალურად დასრულდა:
უნგრული ეტაპის კვალიფიკაციაზე, რუბენს ბარიკელოს მანქანიდან მომძვრალი ზამბარა
თავში მოხვდა. ზამბარამ ჩაფხუტი დააზიანა და პილოტს შუბლის მარცხენა ძვალი
დაუმტვრია. საბედნიეროდ, მასა გადარჩა და დაბრუნებაც კი შეძლო! თუმცა, მას შემდეგ,
ახალ თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოსთან თითქმის ყოველთვის აგებს და ძალიან
არასტაბილურიცაა. იმ ავარიის შემდგ, მას ერთი გამარჯვებაც კი არ მოუპოვებია. სულ
კი 11 მოგება აქვს. სხვათა შორის, 2010 წლის გერმანიის დიდი პრიზის მოგება შეეძლო,
მაგრამ გუნდის მითითებით, წინ ალონსო გაუშვა...
დაბოლოს, მასას „ფერარის“ მანქანით, ყველაზე მეტ
რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული და ამ მხრივ, მიხაელ შუმახერსაც კი სჯობს...
No comments:
Post a Comment