Saturday, September 7, 2013

„ფორდმა“ შეიძლება მიულალი ცოტა ადრე გაუშვას

Ford board OK with Mulally stepping down earlier
7 სექტემბერი
„ფორდი“ მზადაა, თავისი მთავარი აღმასრულებელი ალან მიულალი ვადაზე ადრე გაუშვას თანამდებობიდან. როიტერის ინფორმაციით, მიულალის „ფორდთან“ კონტრაქტი მომავალ წელს დაუმთავრდება, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ მან კონტრაქტის ვადაზე ადრე დასრულება ითხოვოს. შეგახსენებთ, რომ მიულალი, ვინც ახლა 68 წლისაა, „ფორდმა“ „ბოინგიდან“ გადმოიყვანა, სადაც ასევე მთავარ აღმასრულებლად მუშაობდა.
მიულალის შემცვლელად როიტერსი მარკ ფილდსს ასახელებს, ვინც ამჟამად კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერია. თუმცა, მის გარდა, მიულალის ადგილის დაკავების შანსი, კომპანიის სხვა აღმასრულებლებსაც აქვთ. საერთოდ, ცისფერ ოვალს არაერთხელ გამოუცხადებია, რომ მომავალი მთავარი აღმასრულებლის არჩევა, საკუთარი ხელმძღვანელობიდან სურს.
თუმცა, არც სხვა ვარიანტებია გამორიცხული. მაგალითად, ამ მომენტში თავისუფალია „რენოს“ ყოფილი მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი კარლოს ტავარესი, რომელმაც ფრანგული კომპანიიდან გაშვებამდე, ხმამაღლა გამოაცხადა, რომ სიამოვნებით უხელმძღვანელებს „ფორდს“, ან „ჯენერალ მოტორსს“. სწორედ ეს გახდა „რენოდან“ მისი გაშვების მიზეზი. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ მას ეს ყველაფერი გათვალისწინებული ჰქონდა.
რაც შეეხება მიულალის, ვინც „ბოინგის“ შემდეგ, კრიზისიდან „ფორდიც“ გამოიყვანა და მომგებიან გზაზე დააყენა, გავრცელებული ინფორმაციით, მას „მაიკროსოფტის“ მთავარი აღმასრულებლის პოსტს სთავაზობენ. ამ პოსტზე ახლა სტივ ბალმერი მუშაობს, რომელიც მალე წავა...

No comments:

Post a Comment