Hyundai Sells One Millionth Santa Fe in America
8 სექტემბერი
კორეულმა კომპანიამ ამ ავტომობილის რეკლამა სუპერ
ბოულის შეხვედრისას ჩაატარა, რამაც რა თქმა უნდა, გაყიდვების ტემპი დააჩქარა. არადა,
„ჰიუნდაი სანტა ფე“ ისედაც კარგი გაყიდვებით გამოირჩეოდა. და აი, ამ ავტომობილმა ჩრდილოეთ
ამერიკის ბაზარზე მილიონიანი ზღვარი გადაკვეთა.
უგზოობის ეს ავტომობილი „ჰიუნდაიმ“ პირველად
ამერიკაში 2000 წელს შეიტანა და პირველი მილიონი „სანტა ფეს“ გაყიდვას 13 წელი
მოანდომა. ეს იმ დროს დაემთხვა, როდსაც კორეულმა კომპანიამ ბაზარზე ახალი თაობის „სანტა
ფე“ გამოუშვა. ამ ავტომობილს მყიდველს ორ ვერსიად სთავაზობენ. ერთია „სპორტი“,
რომელიც ხუთადგილიანია, მეორე კი უფრო გრძელბაზიანი, რომლის სალონშიც შვიდი
სავარძელია მოთავსებული.
„როდესაც 13 წლის წინ, „სანტა ფე“ პირველად შევიტანეთ
შეერთებულ შტატებში, ეს არამხოლოდ „ჰიუნდაის“ პირველი უგზოობის ავტომობილი იყო,
არამედ ბაზარზე ერთ-ერთი პირველი კომპაქტური ქროსოვერიც, „ტოიოტას“ RAV4-ის
და „ჰონდა CRV-ს“ შემდეგ. ეს გაბედული ნაბიჯი
იყო, რომელმაც სასურველი შედეგი მოგვიტანა და „ჰიუნდაი“ დაამკვიდრა, როგორც კომპანია,
რომელიც ავტომობილის დიზაინში, კონსტრუქციასა და აღჭურვილობაში ინოვაციებს ფართოდ
ნერგავს და არ არის მხოლოდ ის კომპანია, რომელიც მყიდველს ფასითა და გარანტიებით
იზიდავს“, - ამბობს „ჰიუნდაი მოტორ ამერიკას“ მთავარი აღმასრულებელი და პრეზიდენტი
ჯონ კრაფჩიკი.
No comments:
Post a Comment