Sunday, September 22, 2013

„დატსან გოუ პლუს“ - რაც მთავარია, ხელმისაწვდომი

Datsun's New GO+ with Up to 7 Seats Won't Win Any Beauty Contests
22 სექტემბერი
ჯერ ერთი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც „ნისანმა“ მივიწყებული ბრენდი „დატსანი“ აღადგინა და მისი ლოგოთი უკვე მეორე ავტომობილი, სახელად „გოუ პლუს“ წარუდგინა საზოგადოებას. ორივე ავტომობილი, ძირითადად აზიისა და განვითარებადი ქვეყნების ბაზრებისთვისაა განკუთვნილი და ისინი ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. მათგან პირველია სუბკომპაქტური ჰეჩბეკი „დატსან გოუ“, მეორე კი - მის ბაზაზე გაკეთებული უნივერსალი „გოუ პლუს“, რომლის სალონშიც, სავარძლების განლაგების ფორმულაა 5+2. აქ +2 ნიშნავს, რომ მესამე რიგში ორი სავარძელი მოზარდებისთვისაა.

ახალი ავტომობილი, პირველი „დატსანის“ მსგავსია. ყოველ შემთხვევაში, შუა საყრდენამდე მაინც. და რადგან „გოუს“ მხოლოდ ორი კარი აქვს, მათ შორის განსხვავება სწორედ შუა საყრდენიდან იწყება. ოღონდ, არა ისეთი, რომ უკნიდან შეხედვისას, მანქანის კუთვნილება ვერ ამოიცნოთ. რა თქმა უნდა, ასმ ორი ავტომობილის გარეგნობით აღტაცებული ადამიანების ნახვა ძნელია, თუმცა „ნისანის“ მიზანს ეს არც წარმოადგენს - მთავარი „დატსანის“ ავტომობილების სიიაფეა.
„გოუ პლუსის“ გაბარიტებია: სიგრძე 3 995 მილიმეტრი, სიგანე 1 635 მილიმეტრი, სიმაღლე 1 485 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა 2 450 მილიმეტრი. სხვათა შორის, ბაზა ჰეჩბეკს და უნივერსალს ერთი ზომის აქვთ. სამაგიეროდ, უნივერსალი 210 მილიმეტრით გრძელია ჰეჩბეკზე. შედარებისთვის, უნივერსალი „რენოს“ იაფფასიან ჰეჩბეკ „სანდეროზე“ ყველა პარამეტრით პატარაა.
„დატსან გოუ პლუსი“ აღჭურვილია ბენზინის 1.2-ლიტრიანი ძრავით, რომელსაც 5-საფეხურიანი მექანიკური ტრანსმისია უკავშირდება. იაპონური კომპანია ძრავის მახასიათებლებს არ აქვეყნებს, თუმცა ირწმუნება, რომ მას საკმარისი სიმძლავრეც აქვს და საწვავსაც ეკონომიურად მოიხმარს. სავარაუდოდ, ეს ის ძრავია, რომელიც ჰეჩბეკ „გოუს“ ამოძრავებს და თუ ასეა, მისი სიმძლავრე 76 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 104 ნიუტონმეტრი იქნება.
იაპონური კომპანიის განცხადებით, „გოუ პლუსი“ აზიელი პოტენციური მყიდველის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა. ამასთან, მისი ეკიპირება და აღჭურვილობა სრულად აკმაყოფილებს „ნისანის“ გლობალურ ტექნიკურ სტანდარტებს. უნივერსალს სალონში აქვს მობილური შესაერთებლი კვანძი, რომელიც ავტომობილთან სმარტფონის ინტეგრაციის საშუალებას იძლევა.

ორივე ავტომობილს „ნისანის“ პურვაკარტას (ინდონეზია) ქარხანა გამოუშვებს, მათი გაყიდვები კი მომავალი წლიდან დაიწყება. პირველ რიგში, ამ ავტომობილს ინდონეზიის, შემდეგ კი ინდოეთის ბაზრები მიიღებენ, სადაც მისი ფასი დაახლოებით 6 540 ევროს ექვივალენტური იქნება.

No comments:

Post a Comment