Tuesday, September 24, 2013

„ფორდ მუსტანგი“ ევროპაში ყველაზე სასურველი კლასიკური ავტომობილია

Ford Mustang Is the Most Desirable Classic Car in Europe
24 სექტემბერი
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ევროპაში ყველაზე სასურველი კლასიკური ავტომობილი, ამერიკული „ფორდ მუსტანგია“, რომელიც დღიდან მისი წარმოების დაწყებისა, ევროპაში ოფიციალურად არასდროს შეუტანიათ. გამოკითხვა ინტერნეტ გამოცემა „ავტოსკაუტ24-მა“ ჩაატარა. გამოკითხვა ბელგიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, ჰოლანდიასა და ესპანეთში ჩატარდა. სულ მასში მონაწილეობა 75 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მათმა 37-მა პროცენტმა, მისთვის სასურველ კლასიკურ ავტომობილად „ფორდ მუსტანგი“ დაასახელა.
„“ფორდ მუსტანგი“ უფრო მეტია, ვიდრე ავტომობილი. ეს თავისუფლებაა მაგისტრალზე და სწრაფი მართვის სულისკვეთებაა. უკვე ნახევარი საუკუნეა, „მუსტანგი“ გლობალური საავტომობილო კულტურის ფუნდამენტური ნაწილია და არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ავტომობილი“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ ვიცე პრეზიდენტი რიოლანტ დე ვაარდი, ვინც მერკეტინგს, გაყიდვებს და სერვისს კურირებს.
გამოკითხვაში, „ფორდ მუსტანგის“ შემდეგ, ადგილები დაიკავეს: „ბეემვე M1-მა“ (20 პროცენტი) და „ფოლკსვაგენ ხოჭომ“, რომელმაც მხოლოდ გამოკითხულთა 11 პროცენტის ხმები მიიღო.
მერმისს, 9 მარტს, „ფორდ მუსტანგს“ ბაზარზე გამოსვლიდან 50 წელი უსრულდება. აღსანიშნავია, რომ ხუთი თვით ადრე, სანამ ცისფერი ოვალი მის გაყიდვას შეუდგებოდა, „მუსტანგის“ პირველი პარტია მთლიანად გაყიდული იყო. რაც შეეხება სახელს, ის მანქანას ჯონ ნაჯარმა შეარქვა, დიზაინერმა, ვინც 1962 წელს შეიმუშავა კონცეპტუალური „ფორდ მუსტანგი“. ეს კაცი საბრძოლო თვითმფრინავ „P-51 მუსტანგის“ (მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი საუკეთესო საბრძოლო თვითმფრინავი) თავგამოდებული ფანი იყო.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: „ფორდ მუსტანგის“ მსოფლიო პრემიერა შეერთებული შტატების დიდი პრიზის დროს, უოტკინს გლენში (ნიუ იორკი) შედგა და მისი სარბოლო ვერსიის საჭეს პირველი ამერიკელი მრბოლი დენ გარნი მიუჯდა, რომელმაც წრე თითქმის ფ1-ის ბოლიდის დროში გაიარა...

No comments:

Post a Comment