Tuesday, September 17, 2013

„პორშე“ ნურბურგრინგზე უფრო სწრაფიც იქნება

Porsche 918 Spyder could lap the 'Ring even quicker
17 სექტემბერი
ფრანკფურტის მოტორ შოუს წინ, „პორშეს“ გუნდმა ნურბურგრინგზე დიდ წარმატებას მიაღწია - „918 სპაიდერით“ წრე შვიდ წუთზე ნაკლებში (6:57) გაიარა. ასეც რომ არ მომხდარიყო, ფრანკფურტში მისი სტენდი მაინც საყოველთაო ყურადღების ცენტრში იქნებოდა, რადგან იქ ცუფენჰაუზენელების ახალი, თანაც ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი, სწორედ „918 სპაიდერი“ იდგა, რომელმაც აშკარად დაჩრდილა ლეგენდარულ მოდელ 911-ის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი, ამავე მოდელის სპეციალური და ტურბო ვერსიები, ასევე სედან „პანამერას“ ახალი, ჰიბრიდული და დიზელის ვერსიები.
ეს ბუნებრივიცაა, რადგან ყველას შეეძლო იმ ავტომობილის ხილვა, რომლითაც „პორშემ“ კონკურენცია „ფერარის“ უახლეს „ლაფერარის“ და „მაკლარენის“ ასევე უახლეს P1-ს (ასევე ჰიბრიდული აგრეგატებით აღჭურვილებს) უნდა გაუწიოს. შეგახსენებთ, რომ ნურბურგრინგზე უკეთესი დრო მხოლოდ ორ ავტომობილს ეკუთვნის, რომლებიც ბრიტანული „რადიკალის“ მიერაა შექმნლი და ორივე სპორტული პროტოტიპის კლასის საგზაო ვერსიაა. ამგვარად, „პორშეს“ ქმნილება „დანარჩენებს შორის“ უსწრაფესია.
მაგრამ მრბოლი, რომელმაც რინგის წრე რეკორდულ დროში გაიარა, გერმანელი მარკ ლიბი (ვისაც ნურბურგრინგის 24-საათიანი რბოლა ოთხჯერ აქვს მოგებული) თვლის, რომ უფრო სწრაფად გავლაც შეუძლია. მოკლედ, ლიბს იმის თქმა უნდა, რომ თუ კონკურენტები მის დროს გააუმჯობესებენ, „პორშე“ რინგს კიდევ დაუბრუნდება.
საინტერესოა, რომ „918 სპაიდერს“ ჩრდილოური მარყუჟი 6:48-შიც აქვს გავლილი, ოღონდ მაშინ სარბოლო სლიკებით იყო აღჭურვილი. ეს კი რინგის რეკორდსმენ „რადიკალ SR8 LM-ს“ სარეკორდო დროა...

No comments:

Post a Comment