დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, September 15, 2013

ოჟიეს ჩემპიონობამდე ერთი ქულა აკლია

Rallying-Ogier's world title wait goes on despite Australia win
15 სექტემბერი
ცოტაც და რალის ახალი მსოფლიო ჩემპიონი ეყოლება - სებასტიან ოჟიე. ფრანგმა მრბოლმა საკმაოდ ადვილად მოიგო ავსტრალიის მტვრიანი რალი და მის უახლოეს მდვარს, ბელგიელ ტიერი ნოივილს მეორე ადგილი რომ არ დაეკავებინა, „ფოლკსვაგენთან“ ერთად, ავსტრალიაშივე იზეიმებდა თავის პირველ ტიტულს. ამგვარად, ის თავის ლეგენდარულ სეხნია თანამემამულე სებასტიან ლოებს ჩამოართმევს ესტაფეტას.
29 წლის ოჟიემ ამ სეზონში მეექვსე რბოლა მოიგო და ახლა 83 ქულას უგებს ნოივილს. დარჩენილ სამ ეტაპზე, 84 ქულის აღებაა შესაძლებელი, რომელთაგან 9 საბონუსე ქულებია. ისიც უნდა ითქვას, რომ ბელგიელმა მეორე ადგილი შემთხვევის წყალობით დაიკავა, რადგან ბოლო სპეცმონაკვეთზე, ბორბალი დაეშვა მის წინ მყოფ მიკო ჰირვონენს.
ოჟიეს ტიტულის მოპოვება ჯერ კიდევ წინა ეტაპზე, გერმანიაში შეეძლო, მაგრამ საკიდარი დაუზიანდა და რბოლას გამოეთიშა, შესაბამისად, ქულა არც მიუღია. ახლა კი, თავის პირველ ტრიუმფს, როგორც ჩანს ში, საფრანგეთში იზეიმებს, რადგან შემდეგი ეტაპი სწორედ საფრანგეთში ტარდება ძნელი წარმოსადგენია, ეს რბოლაც უქულოდ დაასრულოს.
„ვიცოდი, რომ ქულა დამაკლდებოდა, რადგან მიკოს პრობლემები შეექმნა. თუმცა, ამ ქულას მალე მივიღებ“, - განაცხადა ოჟიემ, რომელმაც რბოლის 22-დან 18 სპეცმონაკვეთი მოიგო. ეს მის კარიერაში მოპოვებული მე-13 გამარჯვებაა.

რაც შეეხება ლოებს, რომელსაც ოჟიე მალე ჩაანაცვლებს WRC-ს მწვერვალზე, ის ამ სეზონში მხოლოდ ოთხ რბოლაში ასპარეზობს, რომელთაგან სამში უკვე მიიღო მონაწილეობა და მათგან ორი მოიგო (მონაკო და არგენტინა), ერთი კი (შვედეთი) მეორეზე დაასრულა.

ავსტრალიის რალი
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი)         3:19:55.000
2. ტიერი ნოივილი (ბელგია, ფორდი)                          +01:32.100
3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი)                     02:02.100
4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი)       02:57.400
5. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი)                        03:17.200
6. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი)     03:37.600
7. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი)                        07:31.200
8. ნეითან ქვინი (ავსტრალია, მინი)                               13:10.200
9. ხალიდ ალ კასიმი (ემირატები, სიტროიენი)          15:17.600
10. აბდულაზიზ ალ კუვარი (კატარი, ფორდი)          17:27.700

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ოჟიე - 212 ქულა; 2. ტიერი ნოივილი - 129; 3. იარი-მატი ლატვალა - 110; 4. მიკო ჰირვონენი - 103; 5. დანი სორდო (ესპანეთი, სიტროენი) - 96; 6. მადს ოსტბერგი - 77; 7. სებასტიან  ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) - 68; 8. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) - 49; 9. ევგენი ნოვიკოვი - 47; 10. ანდრეას მიკელსენი - 34...

კონსტრუქტორთა თასი

1. ფოლკსვაგენ მოტორშორტი - 299 ქულა; 2. სიტროენ ტოტალ აბუ დაბი WRT - 251; 3. კატარ WRT - 145; 4. კატარ M-სპორტ WRT - 142; 5. ჯიპოქარ ჩეხ ნეიშნლ ტიმ - 51; 6. აბუ დაბი სიტროენ ტოტალ WRT - 41; 7. ფოლკსვაგენ მოტორშორტ II - 34; 8. ლოტოს WRC ტიმ - 20

No comments:

Post a Comment