დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, September 13, 2013

მასასთან ერთად, „ფერარის“ მისი ინჟინერიც ტოვებს

Massa's engineer Smedley to also leave Ferrari
13 სექტემბერი
„ფერარიდან“ ფელიპე მასას წასვლის შემდეგ, იტალიურ გუნდს მისი სარბოლო ინჟინერი, რობ სმედლიც (ფოტოზე მასასთან ერთად) ტოვებს. მაშინვე, როგორც კი გაჩნდა ხმები იმის შესახებ, რომ „სკუდერიაში“ კიმი რაიკონენი გადადის, პადოკში დაიწყეს შაყირი სმედლის და „აისმენი“ მომავალი „შეხმატკბილებული“ მუშაობის შესახებ.
„კარგი იქნება, თუ სმედლის ყურსასმენებს მიკროფონის გარეშე მისცემენ და მის ლაპარაკს კიმი ვერ მოისმენს“, - გერმანული „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ პადოკში მოარულ ერთ-ერთ შაყირს ციტირებს. ამის მიზეზი ისაა, რომ 39 წლის ბრიტანელი, მამასავით თავს ევლებოდა მასას და რადიოთი მუდმივად რჩევებს აძლევდა.
ამასთან ცნობილია, რომ რბოლის დროს, სმედლის ბრაზილიელთან ხანგრძლივი საუბრები ჰქონდა ხოლმე და ამ დროს, მას ასე მიმართავდა: „ფელიპე-ბეიბი“. საუბრების დროს, ის პილოტს რბოლის მსვლელობას აცნობდა და ტაქტიკის თაობაზე ინსტრუქციებს აძლევდა.
რა დამოკიდებულება აქვს რაიკონენს რადიოთი მითითებების მიღებაზე, ეს შარშანაც მოვისმინეთ - „თავი დამანებე, მე ვიცი, რასაც ვაკეთებ“, - ასე უპასუხა კიმიმ თავის სარბოლ ინჟინერს და ეს მის საფირმო ფრაზად იქცა. სმედლის ალბათ ამაზე უარესი ელის, თუ და თქმა უნდა, „ფერარიში“ დარჩება.
მოკლედ, პადოკში უკვე ლაპარაკობენ, რომ სმედლი „უილიამსში“ ბრუნდება. სანამ მისი ფ1-ის კარიერა „ჯორდანში“ დაიწყებოდა, სმედლიმ ცოტა ხანს „უილიამსის“ რუტინგის გუნდში მუშაობდა. იტალიური ჟურნალი „აუტოსპრინტი“ ვარაუდობს, რომ „უილიამსში“ სმედლის ისევ სარბოლო ინჟინრად მუშაობა არ მოუწევს და გამოცდილების შესაბამისად, უფრო მაღალ თანამდებობას ჩააბარებენ.

No comments:

Post a Comment