დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, September 10, 2013

„ბუგატიმ“ სუპერ სედან „გალიბიერზე“ უარი თქვა

Bugatti favoring Veyron replacement over Galibier sedan
10 სექტემბერი
„ვეირონი“ ის ავტომობილია, რომლის შემცვლელის შექმნაც, თავად „ბუგატისაც“ ძალიან გაუჭირდება. მას ემსახურება ძრავი, რომელსაც 16-ცილინდრიანი, ოთხი ტურბო კომპრესორი ემსახურება და რომლის სიმძლავრემაც, რამდენიმე მოდიფიკაციის შემდეგ, 1 200 ცხენის ძალას აღწევს.
უკვე რამდენიმე წელია, „ბუგატი“ თავისი განვითარების სამ შესაძლო ვარიანტს განიხილავს: შექმნას ახალი ჰიპერ ავტომობილი, რომელიც „ვეირონის“ ტრადიციას გააგრძელებს, გადაერთოს სუპერ სედანის წარმოებაზე, რომელიც „ვეირონისგან“ რადიკალურად განსხვავებული იქნება, თუ ორივეს ერთდროულად მოჰკიდოს ხელი? მაგრამ როგორც ჩანს, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია - არჩევანი ისევ ჰიპერ ავტომობილის სასარგებლოდ გაკეთდა.
ეს ნიშნავს, რომ კომპანია აღარ გამოუშვებს სუპერ სედან „გალიბიერს“ , რომლის კონცეპტუალური ვერსიაც ოთხი წლის წინ გვიჩვენეს. ეს ინფორმაცია გამოცემა „მოტორ ტრენდის“ ცნობილმა ჟურნალისტმა ჯონი ლიბერმანმა გაავრცელა, რომელიც „ბუგატის“ მთავარ აღმასრულებელ ვოლფგანგ შრაიბერს ესაუბრა.
„ბუგატიში“ ჩათვალეს, რომ მსოფლიო ბაზარზე არ არის ადგილი მესამე ისეთი ავტომობილისთვის, როგორებიც არის „როლს როის ფანტომი“ და „ბენტლი მულსანი“. მაგრამ საკითხავია, „ბუგატი“ რით აპირებს იმ სიცარიელის ამოვსებას, რომელიც „ვეირონის“ პოტენციალის ამოწურვის შემდეგ დარჩება? ამ ავტომობილის ბაზაზე, უკვე არაერთი სპეციალური ვერსია გამოვიდა, რომლებსაც დასასრული არ უჩანს.
ასევე საინტერესოა, როდის გამოვა ახალი ჰიპერ ავტომობილი ბაზარზე? ალბათ გახსოვთ, რომ „ვეირონის“ წარმოებისთვის მომზადებას რამდენიმე წელი დასჭირდა. ახლაც თუ ასე მოხდება, დარჩენილი სიცარიელის შევსებას ალბათ სხვა ეცდება. და მერე შესაძლოა, „ბუგატიში“ (უფრო სწორედ ფოლკსვაგენის ჯგუფში, რომლის წევრიცაა ბუგატი) ჩათვალონ, რომ კიდევ ერთ ახალ ჰიპერ ავტომობილს ბაზარი ვერ მიიღებს...

No comments:

Post a Comment