Sunday, September 1, 2013

კრის ბენგლის აზრით, საავტომობილო დიზაინს ინოვაციურობა აკლია

Chris Bangle Says Current Car Design is Stuck, Lacks Innovation
1 სექტემბერი
კრის ბენგლი თანამედროვე საავტომობილო დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორიტეტია. სწორედ მისი მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა „ბეემვეს“ სტილის რადიკალური ტრანსფორმაცია. მაგრამ შემდეგ მან ბავარიული კომპანიაც დატოვა და მთლიანად, საავტომობილო ინდუსტრიაც. 2009 წელს საკუთარი სტუდია ჩამოაყალიბა, რომელიც ტურინში დაფუძნდა. ბუნებრივია, ამ კაცის მოსაზრებებს ავტოსამყარო ახლაც ანგარიშს უწევს...
და რას ფიქრობს ბენგლი თანამედროვე ავტო დიზაინზე? კარგს არაფერს. გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას, შტატ ოჰაიოში დაბადებულმა დიზაინერმა განაცხადა, რომ ავტო ინდუსტრიას, ობიექტური შეფასების უნარი დაკარგული აქვს, ეს კი პროგრესს გუდავს. მისი თქმით, ავტოდიზაინერები ერთგვარად ისეთ ფაზაში არიან მოქცეულნი, რომელსაც თავად მანერიზმს უწოდებს. ბენგლი ამბობს, რომ დიზაინერები იმავე მიდგომებს ეყრდნობიან, რომლებიც წარსულში იყო დამკვიდრებული.
„აშკარაა ცვლილების საჭიროება. ეს კი არ ხდება. ახლანდელი კონცეპტუალური ავტომობილებიც კი ვერ გამოირჩევა სითამამით და ისინი გვიჩვენებენ იმ სერიულ ავტომობილებს, რომლებიც მალე გამოვა ბაზარზე. არის ეს ინოვაციურობა? არა. საბოლოოდ კი, სწორედ ესაა ის მიზეზი, რომელიც საავტომობილო დიზაინს ახალი ეპოქის დაწყების საშუალებას არ აძლევს“, - ამბობს ბენგლი და დასძენს, რომ ბევრი მისი კოლეგა საუბრობს ინოვაციურობაზე, მაგრამ რეალურად ამას არავინ აკეთებს.
ინტერვიუსას ბენგლი ამბობს, რომ მან არაერთი საავტომობილო კომპანიისგან მიიღო შეთავაზება მათი დიზაინის ხელმძღვანელის პოსტის დაკავებაზე, მაგრამ ყველა მათგანი უარყო. ამის მიზეზად ის ამბობს, რომ „ავტომობილების დიზაინზე მუშაობისას, ბოლომდე უნდა დაიხარჯო. მუშაობისას, სული და გული უნდა ჩააქსოვოთ, რაც წარმოუდგენლად ძნელია. ეს ის არაა, რასაც მცირე დროს დაუთმობ და გამოგივა. ამ საქმით უნდა იცხოვრო, თორემ მცდარ გზას დაადგები“.
რაც შეეხება „ბეემვეში“ გატარებულ დროს, ბენგლი ამბობს, რომ ბავარიულ საავტომობილო კომპანიაში მუშაობა ძალიან მოსწონდა, თუმცა დასძენს: „ყოველთვის უნდა იცოდე, როდის დატოვო წვეულება“...

No comments:

Post a Comment