Opel Monza Concept Paves the Styling Path for
Future Production Models
23 სექტემბერი
ფრანკფურტის მოტორ შოუზე, ოპელის სტენდის მთავარი
ვარსკვლავი, კონცეპტუალური „მონცა“ იყო, რომელმაც გერმანული კომპანიის ახალ
სტილსაც უნდა მისცეს დასაბამი და ახალ ავტომობილსაც, რომლის სახელითაც ერთ დროს
პოპულარულ სპორტულ ავტომობილს უშვებდა. კონცეპტუალური „მონცას“ ძარა უფრო ეგრეთ
წოდებული შუტინგ ბრეიკ (სპორტული უნივერსალი) სტილისაა, ვიდრე კუპესი. მაგრამ მის
სტილს არც ეს განსაზღვრავს და არც დიდი ზომის, ეგრეთ წოდებული თოლიას ფრთის სტილის
კარები, რომლების აწევითაც, მთელი სალონი იხსნება. კონცეპტუალური ავტომობილის იერს
მისი რადიატორის ბადე და მის ორივე ზედა კიდეში მოთავსებული ფარებია.