Tuesday, September 10, 2013

„პორშე 918 სპაიდერი“ ნურბურგრინგის მეფეა (ვიდეო)

Porsche 918 Spyder is the New King of Nürburgring with 6:57 Lap
10 სექტემბერი
ცუფენჰაუზენელთა უახლესი ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი ჯერ ლეგენდარული ტრეკის უსწრაფესი წრის ავტორი არაა, მაგრამ ყველაზე სწრაფია იმ ავტომობილებს შორის, რომლებსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვთ საგზაო ჰომოლოგაცია. ასეთებს შორის „918 სპაიდერი“ პირველია, რომელმაც ჩრდილოური მარყუჟი შვიდ წუთზე ნაკლებში გაიარა. ჯერჯერობით, ნურბურგრინგის აბსოლუტურ რეკორდსმენებად ისევ ბრიტანული „რადკალის“ ორი ავტომობილი (სპორტული პროტოტიპის კლასის) რჩება.
სპეციალურად მოწყობილ სესიაზე, რომელშიც „918 სპაიდერის“ სამი ეკიპაჟი (ერთ-ერთის საჭესთან რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, გერმანელი ვალტერ რიორლი იჯდა) მონაწილეობდა. სამივემ შეძლო წრის შვიდ წუთზე ნაკლებში გავლა, მაგრამ მათგან ყველაზე სწრაფი „პორშეს“ საქარხნო მრბოლი მარკ ლიბი გახდა, რომელმაც წრე 6 წუთსა და 57 წამში გაიარა (საშუალო სიჩქარე 179.5 კმ/სთ). შედარებისთვის, „რადიკალ SR8 LM-ის“ აბსოლუტური რეკორდი 6 წუთი და 48 წამია, „რადიკალ SR8-ის“ დრო კი - 6:55.
ამგვარად, „პორშეს“ უახლესმა სუპერ ავტომობილმა 14 წამი მოაკლო სერიული (გლობალური ჰომოლოგაციით) ავტომობილების წინა რეკორდს, რომელიც „გუმპერტ აპოლო სპორტს“ ეკუთვნოდა. მართალია, ახლახანს „მაკლარენ P1-მა“ ნორდშლაიფი 7:05-ში გაიარა, მაგრამ კომპანიას ეს შედეგი ოფიცალურად არ დაუფიქსირებია, რადგან უკეთესის ამბიცია აქვს.
„რადიკალური ჰიბრიდიზაცია არის იმის მთავარი მიზეზი, რომ „918 სპაიდერმა“ პირველივე ცდაზე შეძლო წრის რეკორდის გაუმჯობესება. ნორდშლაიფზე თავის გამოჩენა, ნებისმიერი სუპერ ავტომობილისთვის წარმატების წინაპირობაა. ჩვენს მიერ დაფიქსირებული დრო, 6:57 წუთი ის შედეგია, რომლითაც ყველა ის ადამიანი იამაყებს, რომლებმაც ამ სუპერ ავტომობილის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა", - განაცხადა პროექტ „918 სპაიდერის“ უფროსმა, დოქტორმა ფრანკ ვალიზერმა.
რეკორდის დასამყარებლად, „პორშემ“ ნურბურგრინგზე ორი „918 სპაიდერი“ მიავლინა, რომლებიც ოპციურ პაკეტ „ვაიზახ პეკიჯითაა“ აღჭურვილი, რომელიც მართვის დინამიკას აუმჯობესებს. ორივე 874-ცხენისძალიანი ავტომობილი „მიშლენის“ სტანდარტულ საბურავებზე დგას, რომლებიც ფრანგულმა კომპანიამ სპეციალურად ამ ავტომობილისთვის შეიმუშავა.
ახლა ჯერი „მაკლარენ P1-სა“ და „ფერარი ლაფერარიზეა“.


ვიდეო

No comments:

Post a Comment